davita33dიმერული ცხვარი (ეგრეტწოდებული ტელეფის ცხვარი) ერთერთი ძველი ცხვრის ჯიშია. აღმოსავლეთის ცხვართან შედარებით უკეთესი საგემოვნო თვისებები აქვს და სპეციფიური სუნი არ აქვს. აღმოსავლური ცხვრისგან განსხვავებით არ იწველება. ანუ მთელი მის ლაქტაციას ბატკნების გაზრდას ანდომებს. გავრცელებულია ძირითადად სოფლებში მცირე რაოდენობით. იქედან გამომდინარე რომ ვერ იტანს მოგზაურობას და საძოვრებზე შორ მანძილებზე სიარულს (მუხლი აქვს სუსტი როგორც ამბობენ) ძირითადად ეზოებში და მცირე საძოვრებზე ზრდიან ოჯახები 5-10 სულს. ჯიში მეტნაკლებად შემორჩენილია სუფთათ. სერიოზული ფერმის გაკეთებას რაც შეეხება თანაც აღმოსავლეთში ჩემი აზრით არაა კაი აზრი. უბრალოდ ვერ გაუძლებს ისეთ მკაცრ პირობებს როგორსაც თუშური და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვრის ჯიშები უძლებენ. სწორად აღინიშნა ერთერთ პოსტში "ეზოს ცხვარია" რა
პ.ს. ცნობილია რომ მისტერ სტალინი მხოლოდ ტელეფის ცხვრის ხორცს მიირთმევდა.