იგავ-არაკი არის ლირიკულ-ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათის თხზულება. მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები (გაპიროვნება). საფუძვლად უდევს შედარება. ახასიათებს ნართაული თქმა, ალეგორიულობა, სატირულ-იუმორისტული, კომიკური და რაც მთავარია, მომართვა შეგონებისათვის. საინტეესო იქნება ცნობილი იგავ-არაკებისა და ქართული რეალობის შედარება, მოკლედ ერთ ასეთ იგავს წავაწყდი (არისტოტელეს ,,რიტორიკა"):
ცხენი ფლობდა საძოვარს, მოვიდა ირემი და საძოვარი გააფუჭა. ცხენმა მისი დასჯა მოინდომა და ჰკითხა ადამიანს ხომ არ დაეხმარებოდა ირმის დასჯაში. ადამიანმა უპასუხა, რომ დახმარებას მაშინ შესძლებდა თუ აღვირის ამოდებისა და შუბით შეიარაღებულს მასზე შეჯდომის ნებას მისცემდა. ცხენი დათანხმდა. ადამიანი შეჯდა, მაგრამ ირმის დასჯის მაგიერ, ცხენი თვითონ იქცა ადამიანის მონად.
მორალი?!
პ.ს მოდერს ვთხოვ აკურთოხს ტემა.
პ.ს.ს ხო ეს თემა და იგავი უფრო მეტია ვიდრე მიშა და ბიძინა და არ გულისხმობს მაინცადამაინც რომელიმე მათგანს
მე ვარ ნაწილი მთელის იმ ნაწილისა...