კომუნისტი არ ყოფილა. პარტიის წევრობის კანდიდატი იყო. სამხედრო წოდება - კომდივი (დაახლოებით შეესაბამება გენერალ-მაიორს, მიენიჭა 1935 წელს).

დაიბადა 1889 წელს ხონში. აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1908 წელს და ყაზანის სამხედრო სასწავლებელი 1911 წელს პირველი თანრიგით. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე კავკასიის ფრონტზე. დაიჭრა 1915 წელს, 1917 წლის დეკემბერში კავკასიის ფრონტის შტაბთან არსებული აკადემიური კურსები დაამთავრა. უკანასკნელი წოდება რუსეთის არმიაში - კაპიტანი, ბატალიონის მეთაური. დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში 1918 წლიდან. ძალიან მალე თადარიგში გავიდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის აპრილიდან წითელ არმიაშია.
1921 წლის აპრილ-ივნისი - ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, ოპერატიული ნაწილის უფროსი.
1921 წლის ივნისი-1922 წლის იანვარი - საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო საქმეთა სახკომატის წარმომადგენელი ცალკეულ ამიერკავკასიის არმიაში.
1922 წლის იანვარი-მაისი - ამავე არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა ადიუტანტი.
1922-1924 - 1-ლი ქართული მსროლელი პოლკის მეთაურის მოადგილე და მეთაური. 1924 წლის (აგვისტო-ოქტომბერი) აჯანყების ჩახშობის ერთ-ერთი მონაწილე.
1924 - უმაღლესი ტაქტიკური სკოლის კურსდამთავრებული (პოლკის მეთაურთა განყოფილება), რის შემდეგაც - 2-ე ქართული მსროლელი დივიზიის მეთაურის თანაშემწე.
1926 წლის აპრილიდან - 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური.
1927-1929 - ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის უმაღლესი სამეთაურო შემადგენლობის სრულყოფის კურსები.
1930 - საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრობის კადიდატი.
1933 წლის მაისიდან - კავკასიის წითელდროშოვანი არმიის მეთაურის თანაშემწე მატერილურ უზრუნველყოფაში.
1936 წლის ივნისიდან - 9-ე მსროლელი კორპუსის მეთაური.
საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
დააპატიმრეს 19.04.1939. 12.07.1939-ში სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დამნაშავედ სცნო ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრობაში და დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა. 23.11.1956 წ. სამხედრო კოლეგიამ განაჩენს გადახედა და კომდივი გიორგი ქუთათელაძე რეაბილიტირებული იქნა.
საინტერსოა ქუთათელაძის ჯილდოები: გარდა ცნობილი საბჭოთა საბრძოლო წითელი დროშის ორდენისა (დაჯილდოვდა 1936 წელს), ის დაჯილდოებული იყო ისეთი იშვიათი ქართული საბჭოთა და კავკასიური საბჭოთა ჯილდოებით, როგორებიცაა:
საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის ორდენი (დაჯილდოვდა 1931 წელს, სულ დაახლოებით 185 დაჯილდოება 1928-1933 წლებში)

ამიერკავკასიის სოციალირსტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შრომის წითელი დროშის ორდენი (დაჯილდოვდა 1932 წელს, სულ დაახლოებით 140 დაჯილდოება 1923-1933 წლებში)
This post has been edited by Wanguard on 12 Mar 2013, 20:20
სიკვდილს ყველა ვიმსახურებთ. საქმე ისაა, როდის და როგორ.
Now I want you to remember that no bastard ever won a war by dying for his country. He won it by making the other poor dumb bastard die for his country. - George Smith Patton Jr.