შსს ქურდული სამყაროს 12 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო რამდენიმე პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში ერთდროულად დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი, ქურდული სამყაროს 12 წევრი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – კახა მ. და ერთი ქალბატონი – თამარ ძ. გარდა ამისა დაკავებულები არიან: რეზო ხ, ვლადიმერ ხ, შალვა ჯ, ელიზბარ დ, ლაშა თ, თამაზ მ, ლევან ხ, ირაკლი ც, მაიზერ ბ, ნიკოლოზ ბ.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ და სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი ე. წ. კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის ფაქტზე, სსკ-ს 223–ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...-avrcelebs.html This post has been edited by tintoreto on 15 May 2013, 11:30
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი