28 მაისი 2012
ეს დღეც გავიხსენოთ ბარემ
======================================
გიგი უგულავა ექიმებს რესტორანში შეხვდა
28 მაისს, 15 საათზე, რესტორან „მონოპოლში“ ქალაქის მერი გიგი უგულავა ექიმებს შეხვდა. შეხვედრას, პრემიერ მინისტრი-ნიკა გილაური, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვანო მერაბიშვილი და მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე -ანდრია ურუშაძე ესწრებოდნენ. შეხვედრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით გაიმართა, ჟურნალისტები არ დაუშვეს. სანდო წყაროს ინფორმაციით, დღევანდელი ღონისძიება, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას ეხებოდა. „საქმიანი შეხვედრა“ რესტორანში, ერთ საათს გაგრძელდა და მას 300- მდე ექიმი დაესწრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ინფო 9“- მ კომენტარები მაღალჩინოსნებს სთხოვა. ჩვენს შეკითხვაზე: რა თანხით იყო დაფინანსებული რესტორან „მონოპოლში“ ექიმებთან შეხვედრა, გიგი უგულავამ- პარტიული დაფინანსება დაასახელა. საინტერესოა, რატომ დადის სამუშაო საათებში ქალაქის მერი პარტიის ხარჯზე რესტორანში. რაც შეეხებათ დანარჩენ ჩინოვნიკებს, მათ ჩვენი შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს. შეხვედრიდან გამოსულმა ექიმებმა საუბარს თავი აარიდეს. თუმცა, ერთ-ერთმა დამსწრემ მცირე კომენტარი მაინც გააკეთა. ნიშნავს თუ არა აღნიშნული ღონისძიება ამომრჩევლის მოსყიდვას, კონტროლის პალატის გასარკვევია.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=37===============================
ეჰ რა დრო იყო, დემოკრატია მაგარ ჯანზე იყო
ნაცმოც ხვდებოდა ელიტას რესტორნებში, ჩაკეტილ შეხვედრებზე, ქვეყნის პრობლემებზე რამდენს ზრუნავდნენ..
მარტო ექიმებიდან 300 კაცი, თან რესტორანში...

საწყალი ბიუჯეტი, რეებს უშვრებოდნენ ეს სისხლისმსმელი ნაძირალა ხროვისტი ნაცსექტანტები

დაილოცოს 1 ოქტომბერი!
================================================================
ჩხუბი ნაბაკევში
(ბოდიშს გიხდით უხამსი გამოთქმებისათვის, რომელიც ვიდეომასალაში ისმის)
სამტრედიის რაიონის სოფელ ნაბაკევში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები „გლობალ TV-ის“ სატელიტური ანტენის დამონტაჟების მსურველებს უარის თქმას აიძულებენ იმ მიზეზით, თითქოს „გლობალ TV-ის“ ხელშეკრულება აბონენტს ერთწლიანი უფასო მომსახურების შემდგომ გარკვეული თანხის გადახდას აკისრებს. სოფელ ნაბაკევის გამგებლის თანაშემწემ გიორგი შენგელიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა „გლობალ TV-ის“ წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ მისცეს და შეეცადნენ გაეგდოთ თანასოფლელი, რომელსაც ანტენის დაყენება სურდა. ეს მცდელობა კონფლიქტში გადაიზარდა.
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=36====================================
დემოკრატია იმენა ყვაოდა

დაილოცოს 1 ოქტომბერი!
დანარჩენი თქვენ დადეთ, რა ხდებოდა 1 წლის წინ, 2012 წლის 28 მაისს