#36897067 · 18 Jun 2013, 21:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქოცების ადგილას ყველაზე სწორი ტაქტიკა იქნება მაქსიმალურად ნიჰილიზმის დანერგვა ქვეყანაში რომ არჩევნებზე წასვლას აზრი არ აქვს, ყველა ერთი ს*ლეა. ამ პირობებში მოახდენენ საკუთარი ერთგული მხარდამჭერების მობილიზებას, ადმინისტრაციული რესურის გამოყენებას და ამ დროს ნაცების კანდიდატს არ ექნება სათანადო მხარდაჭერა, ხოლო მესამე კანდიდატი ვინმე ძლიერი არ ჩანს (მეეჭვება რომ ბურჯანაძე, ზურაბიშვილი ან ვინმე მოიპოვებს დიდ მხარდაჭერას). შესაბამისად დაბალი აქტიურობის შემთხვევაში მეტი შანსი აქვს მარგველაშვილს
ქოცებმა უნდა სცადონ რაც შეიძლება მეტი ფსევდო-ოპოზიციური კანდიდატების ჩართვა - ბურჯანაძე, ზურაბიშვილი, ნათელაშვილი და ა.შ., და არ დაუშვას მარგველაშვილის პირისპირ დატოვება რომელიმე ერთ არაკონტროლირებად კანდიდატთან. ეს არ იქნება რთული, რადგან ეს ხალხი ვერასოდეს შეთანხმება ვერც ერთმანეთთან და ვერც ნაცებთან ერთიანი კანდიდატის წამოყენებაზე. შესაბამისად, 5-6 კანდიდატის შემთხვევაში, ქოცების მხარდამჭერები ხმას დაუჭერენ მარგველაშვილს, ხოლო არამხარდამჭერების ხმები გაიყოფა დანარჩენ 4 კანდიდატზე. იდეაში 50%-ზე მეტის მიღებას პირველ ტურში მოუხერხებენ. აი მეორე ტური თუ გაიმართა, მაგარი საინტერესო იქნება. მაგრამ არამგონია მაქამდე მიიყვანონ საქმე. როგორც ნაცები იყენებდნენ ადმინრესურს, იმაზე ნაკლებად არც თვითონ გამოიყენებენ.
მეორეს მხრივ, არავისტებმაც უნდა მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და საერთოდ არ მისვლის ან ყველას გადახაზვის მაგივრად, ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
This post has been edited by Asmeta1084 on 18 Jun 2013, 21:45
|