ერთუჯრედიანი ბრიყვი ანტიქრისტე ლენინი ასეთი მცდარი ბედნიერების ფორმულების ოსტატი იყო.
მიწები გლეხებსო , ფაბრიკები მუშებსო თქვა და მის დროშას აფრიალებდა მოტყუებული კაცობრიობის მესამედი.
ჯეჯელავა გვეუბნება:
,,გამოიყენე შენი უნიკალურობა, რომ სხვებს გამოადგე და იყო ბედნიერი."
ე.ი. უნიკალური უნარების მქონე ქურდი, რომელიც თავის ოჯახს ქურდობით არჩენს ბედნიერია?
ჯეჯელავა ამბობს:
,,შენი პროფესიის მუღამში თუ ხარ ბედნიერება არისო"
რამდენი გამოჩენილი პოეტი,მხატვარი და კომპოზიტორი იყო თავის ამ ქვეყნიერი სიცოცხლე თვითმკვლელობით რომ დაამთავრეს,მათ რა არ ჰქონდათ მაღალი პროფესიონალური მუღამი?
დეტალებში აღარ შევალ თორემ ძალიან შორს წავალთ,
ერთს ვეტყვი ბატონ ჯეჯელავას, სანამ სიცოცხლეს ისე არ აღვიქვავთ, როგორც სახრებაში და კვანტურ მექანიკაშია აღწერილი ანუ მრავალ განზომილებიან სისტემათ,სისტემა სადაც არსებობს მიწიერი და სულიერი სამყარო თქვენი საუბარი ფუჭი იქნება.
დამიჯერეთ რომ ქრისტიანი მეეზოვე უფრო ბედნიერია და მოტივიზირებული ამ ცხოვრებაში, ვიდრე ათეისტი მემარცხენე პოლიტიკოსი.
ერთი კარგად გასუფთავებული ქუჩა სჯობს ლენინის ათეულ ტომებს.
---------------------------------------
ბედნიერება კი სრულყოფაშია რაზეც სახარებაში ასეთი განმარტებაა.
მათეს სახარება
თავი მეხუთე
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
This post has been edited by temart on 4 Aug 2013, 09:45