საქართველის საუკეთესო კლუბი "დინამო თბილისი" !!
სახელი - ს.კ დინამო თბილისი
დაარსების წელი - 1925
სტადიონი - დინამო არენა
პრეზიდენტი - რომან ფიფია
მწვრთნელი - დუშან უჰრინი უმცროსი
კაპიტანი - გიორგი ლორია
ფერები - ლურჯი და თეთრი
ფანები - გლადიატორები
-დინამომ 32 ჩატარებული შეხვედრიდან 24 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 2-ჯერ დამარცხდა (ორივე პირველ ეტაპზე) ; 24 მოგებული და 2 წაგებული შეხვედრა საუკეთესო შედეგია ჩემპიონატში.
-დინამომ გაიტანა ყველაზე მეტი 88 გოლი და გაუშვა ყველაზე ცოტა - 23 ბურთი.
-მეორე ეტაპზე დინამომ ბოლო 7 შეხვედრა მოიგო, გაიტანა 21 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1
-პირველ ეტაპზე დინამომ 16-მატჩიანი წაუგებელია სერია შემოგვთავაზა (99 დღე მარცხის გარეშე)
-24 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი დინამოს ესპანელი ლეგიონერი ჩისკო გახდა, მეორე ადგილზე 20 გოლით ასევე დინამოელი ჯაბა დვალი გავიდა, მეოთხე ადგილზე 14 გატანილი გოლით დინამოს ესპანელი ნახევარმცველი მიკელ ალვარო გავიდა, ხოლო მერვე ადგილზე დინამოს საყრდენი ნახევარმცველი ლევან ხმალაძე 9 გატანილი გოლით. (7-7 გოლი გაიტანეს გიორგი მერებაშვილმა და დიმიტრი ტატანაშვილმა)
-24 ჩატარებული შეხვედრიდან 15 შეხვედრაში გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა
-32-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გიორგი მერებაშვილმა, თუმცა გუნდის ღირსებას ყველაზე დიდხანს გივი კვარაცხელია იცავდა. 34 წლის ცენტრალურმა მცველმა 31 შეხვედრაში შეუცვლელად მიიღო მონაწილეობა და დიდწილად განაპირობა დინამოს დაცვის საიმედო თამაში. ასევე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ყველაზე სტაჟიანმა დინამოელმა ლევან ხმალაძემ. ესპანელმა მიკელ ალვარომ კი 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბოლო ორი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.
-მთელი სეზონი თითქმის უშეცდომა იყო ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია, დაცვის ცენტრს ამაგრებდა გივი კვარაცხელია, ლევან ხმალაძე და ირაკლი ძარია მთელი სეზონი მოედნის ცენტრში დიდ შავ სამუშაოს ასრულებდნენ, გიორგი მერებაშვილი შესანიშნავი პასებით ამარაგებდა და უამრავ გოლს იტანდნენ ჩისკო და ჯაბა დვალი, უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი გოლები გაქონდა მიკელ ალვაროს - სწორედ ამიტომ, გლადიატორებმა სეზონის საუკეთესო დინამოელად დუშან უჰრინი უმცროსი დავასახელეთ, რადგან მოახერხა ამ შესანიშნავი გუნდის საჩემპიონოდ მომართვა და 5 წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ტიტული დავიბრუნეთ.

ათწლიანი პაუზის შემდეგ დინამო თბილისმა დუბლის შესრულება შეძლო და საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასის მოპოვოვება მოახერხა, ფინალურ მატჩი დინამოელებმა საჩხერის ჩიხურას დამარცება შეძლეს

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი დღეს პირველად შეიკრიბა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ფეხბურთელთა ჯგუფს მხოლოდ დინამოს ლეგიონერები აკლდნენ, რომლებიც მოგვიანებით შეურთდებიან მათ. კლუბის ოფიციალურმა საიტმა საბოლოოდ დაადასტურა 5 ფეხბურთელის წასვლა: ხიზანეიშვილი, კოტო, მილხრაუმი, მენდი და ტატანაშვილი მომავალი სეზონიდან დინამოს ღირსებას აღარ დაიცავენ. დღეს გაჟღერდა ასევე დინამოში ელგუჯა გრიგალაშვილის მოსვლის თაობაზე ინფორმაცია, თუმცა რამდენად სიმართლეა, ამას დრო გვიჩვენებს. ცნობილია რომ გუნდი თავის პირველ სპარინგს სომხეთის წარმომადგენელ შირაქთან გამართავს 17 ივნისს.

[/URL]
ავსტრიული შეკრება20 ივნისი დინამო თბილისი 0:1 დინამო კიევი
23 ივნისი შახტარი დონეცკი
27 ივნისი კლუჟი რუმინეთი
30 ივნისი კრასნოდარი რუსეთი
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 21 Jun 2013, 00:55