#37061369 · 1 Jul 2013, 02:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Mr.Giorgi
თავზე აუცილებლად უნდა გეხუროს ქუდი, რადგან აუზის წყალი თმისათვის მავნებელია. თავის კანის სოკოვანი დაავადების გადადება აუზზე რაღაც არ გამიგია. ტერფის კანის დაავადების საფრთხე კი არის, რის გამოც მაღალძირიანი რეზინის ჩუსტები უნდა გეცვას, ისე, რომ შიშველი ფეხი არ ეხებოდეს იატაკის ფილებს.
არის ნიზორალის (სოკოს საწინააღმდეგო წამალი) შემცველი საპონი და შამპუნი, მაგრამ მაგის საპროფილაქტიკოდ გამოყენება რამდენად მიზანშეწონილია, ვერ გეტყვი. რამდენადაც ვიცი, არაა სასურველი. გარდა ამისა, მაგას გახანგრძლივებული მოქმედება არ ახასიათებს და თუ დაიბანე და მერე წყალში ჩახვედი, მე მგონი, აზრი არ აქვს მაგას.
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|