forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მითრიდატე VI ევპატორი, პონტოს აღზევება და დაცემა
ivery
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 159483
რეგისტრ.: 15-January 13

გამოგზავნილია: 4 Jul 2013, 14:18  #37108753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მითრიდატე VI, ევპატორი

პონტოს სამეფო მდებარეობდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და ძირითადად დასახლებული იყო ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომებით. სამეფო შეიქმნა ქრ.შ.-მდე IV საუკუნეში მცირე აზიაში პონტოს სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მითრიდატეს მეფობისას მიაღწია. ამ მეფის დამარცხების შემდეგ კი მას არც უარსებია.
მითრიდატე იყო უფროსი ვაჟი პონტოს მეფის მითრიდატე V ევერგეტისა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 120 წელს თავის სატახტო ქალაქში შეთქმულებმა მოკლეს.
მითრიდატე დაიბადა ძველი წელთაღრიცხვის 132 წელს ქალაქ სინოპში, სადაც 11 წლის ასაკამდე იზრდებოდა. ყავდა 6 და და 1 ძმა, მაგრამ უფროსი შვილი და მემკვიდრე თვდ იყო. მამის მკვლელობისას ის 11 წლის იყო და როგორც მემკვიდრეს ტახტი მს უნდა რგებოდა მაგრამ მას გამოუჩნდა პრეტედენტი ტავისი დედის, მითრიდატე ევერგეტის მეუღლის – ლაოდიკეას სახით. ეს ქალი სელევკიდების ჩამომავალი, პატივმოყვარე და ძალაუფლების მოყვარე იყო. შეიძლება მეუღლის მოკვლასთანაც ქონოდა კავშირი. დედის მხრიდან მემკვიდრე შვილის დევნა მაშინ არ იყო უჩვეულო „მოდა“. შირიის მეფე დემეტრე II-ის ცოლმა კლეოპატრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავისი შვილები ისრით დაახოცვინა და თავად გამეფდა. დედის დავალებით მითრიდატეს არაერთხელ შეამთხვიეს საფრთხე. შესვეს უბელო, გაუხედნავ ცხენზე მაგრამ ძლიერი იყო უფლისწული და გადაურჩა სიკვდილს. არაერთხელ სცადეს მისი მოწამვლა და მანაც დაიწყო საწამლავის საწინაღმდეგო წამლის სმა. საკვებს არ ჩაიდებდა პირში რომ არ დაელია ეს წამალი. შემდეგ აღმოჩნდება რომ მისი სხეული იმდენად შეიცვლის ბუნებას რომ ჭრილობებს ბრძოლის ველზე უჩვეულოდ სწრაფად შეიშუშებს და არავითარი საწამლავი მასზე არ იმოქმედებს.

დედისგან დევნის გამო ის სასახლიდან გაიქცა და 7 წელი ველად დაეხეტებოდა. არავინ იცის მართლა ასე მოხდა თუ არა, ველად ის ვერ ისწავლიდა 22 ენას რაზეც რომაელი ისტორიკოსები წერენ. უბრალოდ უფლისწულის უცნაურ გაუჩინარებას ამ მიზეზით ხსნიან. შეიძლება ის სულაც სხვა მეფის კარზე იყო შეხიზნული ანდა მისი ერთგული დიდებულის სახლს. ზუსტი ცნობა ამაზე არ მოიპოვება. ცხადი ისაა რომ მითრიდატეს კავშირი არ ქონდა გაწყვეტილი სასახლეზე თავის მომხრეებთან. 20 წლისა ის დაბრუნდა სინოპში და ადვილად ჩაიგდო ხელში სამეფო ტახტი.
მითრიდატეს მეფობა ესაა მუდმივი ბრძოლა და მისი მოწინააღმდეგე იმ დროს რომის იმპერია იყო. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში რომი თავისი ძლიერების მწვერვალზე იდგა. ჯერ არ იყო დამდგარი დიქტატორების, აჯანყებული სარდლების დრო, ეს პერიოდი მითრიდატული ომების ბოლოსკენ იწყება და რომის ხალხი და სენატი წარმოადგენდა უძლიერეს იმპერიას, ფლობდა: პირინეის, სიცილიას, საფრანგეთის სამხრეთს, ჩრდილო აფრიკას, ბალკანეთს, მცირე აზიის ნაწილს. დამარცხებული ყავდა კართაგენი და მისი სამიზნეები უკვე აღმოსავლეთი და მისი მიწები იყო და სწორედ მცირე აზიაში ბატონობისთვის ბროლაში ის წააწყდა პონტოს სამეფოს და მის მიერ შეკრულ ანტირომაულ კოალიციას.
ორივე მხარე მიხვდა რომ მომავალი მტრები იყვნენ და დაიწყეს მზაობა ომისთვის. ეს მზადება პირველი საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება. მითრიდატე იწყებს შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს სრულ დამორჩილებას, იპყრობს კოლხეთს, იმორჩილებს ჩრდილოეთში ბოსფორის სამეფოს. კავშირი აქვს ჩრდილო შავიზღვისპირეთის ბარბაროს ტომებთან: სკვითებთან, ტავრებთან, სარმატებთან, თრაკიელებთან, მეოტიელებთან. გარდა ამისა არის გარემოება რომელიც მის სასიკეთოდ მოქმედებს. მცირე აზიის ის ქალაქები რომელიც რომს ეკავა მაშინ, ომამდე, ანტირომაულად იყო განწყობილი. მათი აჯანყება და პონტოს მხარეს გადაყვანა ადვილი იქნებოდა. რომაელი მწერალი აპიანე მოგვითხრობს: როცა რომაელებთან მითრიდატეს დელეგატი პელოპიდე ბანაკიდან გამოისტუმრეს, რომაელებმა მას ლეგიონერები გააყოლეს რომ მითრიდატეს დიპლომატს ადგილობრივები არ აეჯანყებინა რომაელთა წინააღმდეგ.
მითრიდატეს ყველაზე უფრო დიდი მოკავშირე სომხეთის მეფე ტიგრან II იყო, რომელიც მან სიძედაც გაიხადა, თავისი ასული კლეოპატრა მიათხოვა. შემდეგში გამოჩნდება სომეხი მეფის პოლიტიკაც: ის ცდილობდა არც ერთი მეომარი მხარე არ გამოსულიყო იმდენად ძლიერი რომ სომხეთს დამუქრებოდა. როცა რომს უჭირდა მითრიდატეს „ვერ“ ეხმარებოდა და როცა მითრიდატეს უჭირდა მაშინ პონტოელთნ იყო. დაპყრობილ მიწებს მითრიდატე იერთებდა, მოსახლეობას და სიმდიდრეს ტიგრანი ეუფლებოდა და მიქონდა.

[url=http://radikal.ru/fp/b8ea5bd068a24ce0a833c977f2eecaeb]
user posted image[/url]
ტიგრან II

ბრძოლის დამწყების სახელს რომაელები გაურბოდნენ. არ სურდათ აგრესორები ყოფილიყვნენ. ამასვე ცდილობდა მითრიდატე. მას სურდა მსხვერპლის პოზიცია მიეღო რომ შემდეგ აგრესორი რომის წინააღმდეგ მთელი მცირე აზია ადვილად აეჯანყებინა. ანუ ცდილობს ომის წინ ხელსაყრელი პოზიცია მოიპოვოს და ამავე დროს აშკარად რომ არ დაუპირისპირდეს. 93 წელს ტიგრანმა კაბადოკიას შეუტია მითრიდატის მხარდაჭერით. გააძევა იქიდან რომაელთა დანიშნული მეფე არიობარზანი. ეს მეფე რომში წავიდა, სენატმაც მხარი დაუჭირა და 92 წელს რომის ლეგიონმა სომხური ჯარი გააძევა კაბადოკიიდან და მეფედ კილიკიის პროტექტორი სულა დააყენა.. მალე მითრიდატემ ბითინიას შეუტია, ხოლო ტიგრანმა კაბადოკიას. მითრიდატეს ამ ომში სოკრატე ახლდა, რომელმაც ამ გამარჯვებით თავისი ძმა ბითინიის მეფე ჩამოაგდო და ახლა უკვე ის დაჯდა ტახტზე. კაბადოკიაში კი ტიგრანმა იალაფა. კაბადოკიაში მან თავისი მესამე ლაშქრობის მერე 300 000 ტყვე წამოიყვანა ტიგრანოკერტის ასაშენებლად. აშკარა იყო რომ პონტომ რომის ერთგული ორი სამეფო დაიმორჩილა და ეს ისე გააკეთა რომ თვითონ რომს არ დამუქრებია ოფიციალურად. არც რომი აპირებდა გულუბრყვილოდ მოქცევას და ფარულად მოქმდებდა. მისი წაქეზებით ამოქმედნენ გაძევებული მეფები: არიობარზანი კაბადოკიელი და ნიკომედი ბითინიელი. ნიკომედი, თავისი სურვილის წინაღმდეგ და რომაელთა ჯარით და დაჟინებული მოთხოვნით შეიჭრა პონტოში. მითრიდატემ მიუხედავად მზადყოფნისა უკან დაიხია. მას სურდა მეტი საბაბი ქონოდა ომისთვის. დაიწყო დიპლომატიური სვლები. მითრიდატემ გადაწყვიტა რომისა და ბითინია-კაბადოკიის კავშირი დაეშალა და თავს ისე აჩვენებდა რომ ნიკომედის ლაშქრობასთან რომს არავითარი კავშირი არ ქონდა. ოფიციალურად პონტო რომის მეგობარი და მოკავშირე იყო. პონტოელმა თავისი დიპლომატი გააგზავნა რომაელებეთან და აი რას ეუბნება პელოპიდე რომაელებს: ... თქვენ თვითონ დაესწარით და იცით რა მოხდა, ამიტომ მითრიდატე, თქვენი მეგობრი და მოკავშირე, გთხოვთ დახმარებას თქვენ, თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს, ან აუკრძალეთ ნიკომედს შეურაწყოფის მოყენება. რომაელებმა კი პონტოს მეფე დაადანაშაულეს იმაში რომ აპირებდა ომს რომის წინააღმდეგ და რომ აშკარა სამხედრო სამზადისში იყო ჯერ ნიკომედის შემდეგ რომზე სათვდასასხმელად. პელოპიდე კი მოითხოვდა რომაელებისგან ან განზე გამდგარიყვნენ ნიკომედთან ომისას ან მითრიდატეს დახმარებოდნენ. მისი მიზანი იყო რომის გათიშვა მის მოკავშირეებისგან და რომის გამოყვანა როგორც რომისა და პონტოს შორის ხელშეკრულების დამრღვევისა. პელოპიდემ სუფთა რომაული პასუხი მიიღო: რომი არ დაუშვებს რომ მითრიდატემ ომი აუტეხოს ნიკომედს, მაგრამ არც იმას რომ თავის მოკავშირეს (მითრიდატეს) უსიამოვნება შეხვდეს. მიუხედავად ამისა პელოპიდემ მიაღწია იმას რომ რომი გარეული იყო ამ საქმეში და ამხილა ისინი ნიკომედის მხარდაჭერაში.

user posted image


პირველი მითრიდატული (88-85)

[COLOR=blue]პელოპიდეს დაბრუნების მერე მითრიდატეს ვაჟმა არიერატმა კაბადოკიიდან ისევ გააძევა არიობარზანი. შემდეგ პელოპიდე ისევ გააგზავნა რომაელთა ბანაკში. მისი დავალება ამჯერად იყო ის რომ რომაელები დაერწმუნებინა მითრიდატის ძლიერებაში. ამ მოლაპარაკებების შემდეგ რომაელმა სარდლებმა დაიწყეს ლეგიონების გამზადება საომრად.
რომალები სამ ნაწილად გაიყვნენ. ბოსფორის სრუტე ჩაკეტეს. სამმა სარდალმა პოზიციები აირჩია. მითრიდატეს რომაელებზე მეტი ლაშქარი ყავდა. მან შექმნა ძლიერი ფლოტიც. რომს ფლოტი სუსტი ყავდა, მისი ძალა სახმელეთო ქვეითი ჯარი იყო. ომის ბოლოს რომაელებმა ზავის პირობად სწორედ ის წაუყენეს პონტოელს რომ მისი ფლოტი მთლიანად რომს უნდა გადაცემოდა. მითრიდატეს სარდლები ძმები ნეოპტოლემე და არქელაოსი იყვნენ. მთავარ ძალებს თავად ევპატორი მართავდა.
ომი დაიწყო ბითინიისთვის 88 წელს. მითრიდატე ნიკომედს დაუპირისპირდა, დაამარცხა ის ადვილად და შემდეგ მოიმოქმედა კარგად გათვლილი ნაბიჯი: ყველა ტყვე გაათავისუფლა. მას ტყვეები არ ჭირებოდა, მას ძალინ დიდი ჯარი ყავდა. ტყვეების გაშვება კი მას უფრო გამოადგებოდა და მაშინვე მოიპოვა კაცთმოყვარის სახელი.არქელაოსმა საბრეძნეთს შეუტია. მითრიდატემ როდოსს. რამდენიმე ქალაქში მითრიდატეს აუჯანყდნენ კიდეც, რადგან მკაცრად სჯიდა ვინც რომაელს დამალავდა. 80 000 რომაელი მოკლა მან დამორჩილებულ მცირე აზიაში. როდოსისთვის ბრძოლაში მან პირველი ბრძოლა მოიგო, შემდეგ ზღვამ ფლოტი დაუფანტა და უკან დაიხია. არქელაოსმა ათენი აიღო. მთელი მცირე აზია და ელადა პონტოელი მეფის იყო.
რომში სენატმა გადაწყვიტა აღმოსავლეთის პროვინციები დაეცვა და რომის ძალაუფლება აღედგინა ლუციუს კორნელიუს სულას. სულამაც ჩაიბარა ლეგიონები და საბერძნეთში არქელაოსს დაუპირისპირდა. არქელაოსმა მძიმე მარცხი ნახა 86 წელს ქერონეასთან. ათენისთვის ბრძოლისას სულამ ქალაქს მიწაყრილები შემოავლო დ მასზე ტექნიკის მიტანა დაიწყო. პონტოელებმა ქალაქიდან დაიწყეს მიწაყრილიკენ გვირაბის გათხრა და მიწის გამოტანა. როცა მიწაყრილმა დაბლა დაწევა დაიწყო რომაელებმა ტექნიკა უკან გაიტანეს და გვირაბში დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ბნელში... შემდეგ გვირაბის პონტოურ კვალს მიყვნენ და ქალაქის კედელი ჩამოაგრიეს. ასეთივე გვირაბის ბრძოლები მოხდა ქალაქ თემისკირასთან, მაგრამ აქ უკვე ტექნოლოგიურად წინ წავიდა ორივე მხარე და გვირაბში ცოცხალი ძალის ნაცვლად გარეული მხეცები და ველური ფუტკრები შეუშვეს. მეორე დიდი ბრძოლა მოხდა ორქომენთან. არქელაოსის ჯარი წარმატებით უტევდა რომაელებს და ლეგიონერები ვერ უძლებდნენ ზეწოლას. ასეთ დროს თავისი რაზმით სულა ბრძოლის შუაში შეიჭრა, მიუტრიალდა რომაელებს და თქვა: თუ ვინმემ გკითხოთ, რომაელებო, სად უღალატეთ თქვენ სულას, უთხარით: როდესაც ის ორქომენთან იბრძოდათქო. სულას საქციელით აღფრთოვანმებულმა ლეგიონერებმა მტერი დაამარცხეს[COLOR=blue]

user posted image
*სულა

[COLOR=blue]მითრიდატეს სწრაფ ომს რომაელებმა ჩვეული დისციპლინირებული და დინჯი ლეგიონები დაუხვედრეს. ელადა დაიბრუნა რომმა. მაგრამ რომაელთა მომავალ წინსვლებს საფრთხე შეექმნა იმ მხრივ რომ სულა ხალხის მტრად გამოაცხადეს რომში და ამ კაცს ფაქტობრივად ნიადაგი გამოცლილი ქონდა. მას სენატი არ უჭერდა მხარს. მეტიც: სულას მოწინააღმდეგეებმა მითრიდატესთან საომრად გამოაგზავნეს მეორე რომაული არმია ვალერიუს ფლაკუსის და გაიუს ფაბიუს ფიმბრიას სარდლობით. მითრიდატე სულამ დაამარცხა ამიტომ სულას მითრიდატესგან ზავის თანხმობა სხვის მოსვლამდე უნდა მიეღო რომ გამარჯვებულის სახელი მას დარჩენოდა. მაგრამ მითრიდატეს ამდენი ინფორმაცია არ ქონდა. სახეზე იყო ის რომ რომაელები იგებდნენ ბრძოლებს ხოლო პონტოელები მარცხდებოდნენ. სანამ მტერი თვითონ მოვიდოდა პონტოში იარაღით და ააოხრებდა მას მანამდე უნდა შეეკავებინა ის მითრიდატეს და მან საზავო მოლაპარაკებები დაიწყო. სულას მოეშვა კიდეც ამის გამგონეს. ზავი დაიდო დარდანში 85 წელს. პირობების მიხედვით მითრიდატე თავის 70 ხოლამდიან ფლოტს რომს უთმობდა, ტოვებდა დაპყრობილ მიწებს და ჯერდებოდა მამისეულ სამეფო საზღვრებს
ორივე მხარემ იცოდა რომ ეს ზავი არის უბრალოდ დაშორება და მზადება ახალი ომისთვს. არც რომი თვლიდა თავს გამარჯვებულად რადგან მისი მტერი ისევ ძლიერი იყო, და არც მითრიდატე თვლიდა თავს დამარცხებულად რადგან მისი რესურსები ამ ომს არ წაურთმევია სრულად.
რომაელი მწერალი აპიანე აღწერს ამ ორ სარდლის შეხვედრას ქალაქ დარდანთან: ისინი ორივენი გავიდნენ ველზე მცირე ამალის თანხლებით, ჯარების თვალწინ. პირველი სიტყვა პონტოელმა წარმოთქვა. მან ამხილა რომაელები მამისეული მიწაწყალზე თავდასხმასა და ნიკომედის წაქეზებაში. სულამ ბრალდება შეაბრუნა: შენ გააღვივე ეს ომი. შენ ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი გქონდა.
ასე დასრულდა პირველი მითრიდატული ომი რომსა და პონტოს შორის[COLOR=blue]

მეორე მითრიდატული (84-81)

[COLOR=red]მეორე მითრიდატული ომი მალევე დაიწყო 84 წელს. პონტოელმა დაინახა რომ წაგების მიზეზი მისი ჯარის უდისციპლინობა იყო. დაიწყო ჯარის რეორგანიზება, დაიმორჩილა გამდგარი კოლხეთი. წინა ომში მისი სარდალი არქელაოსი ახლა რომაელების ბანაკში გაიქცა. რომაული მცირე აზიის მართველი მაშინ იყო ლუციუს ლიცინიუს მურენა. მას არ მოწონდა მითრიდატეს ასეთი აქტიურობა, გრძობდა საფრთხეს მისგან და პონტოში შეიჭრა. აიღო ქალაქი კომანა. დიაკავა 400-მდე სოფელი. მითრიდატე მას მდინარე ჰალისთან შეხვდა. მურენა დამარცხდა და უკან დაიხია. სულა ამ დროს რომის დიქტატორია და მან მურენას შემცვლელს უბრძანა კონფლიქტს მორიდებოდა. მითრიდატემ ამ ომში კაბადოკიის ნაწილი მიიღო. ომი დაწყებიდან 3 წელწადში დამთავრდა. 81 წელს. ეს ომი იყო ეპიზოდური და დიდი კონფლიქტი არ მომხდარა[COLOR=red]

მესამე მითრიდატული (73-63)

[COLOR=purple]ამ ომის მერე გრძელდება პონტოელი მეფის ჯარის რეორგანიზება, დისციპლინის გამყარება. მითრიდატემ აკრძალა ძვირფასი ლითონის გამოყენება საბრძოლო იარაღზე. ააშენა ახალი ფლოტი. მოკავშირეები გვერდზე დაიყენეა და ეძებდა მიზეზს რომ რომისთვის მცირე აზია წაერთვა. მალე სასურველი ვითარება შეიქმნა: რომი იტალიაში სპარტაკს ეომებოდა და ესპანეთში სერტორიუსს. 74 წელს რომში კონსულებად ლუკულუსი და კოტა დანიშნეს. მალე მოკვდა ბითინიის მეფე ნიკომედი და თავისი სამეფო რომაელებს „უანდერძა“. რომაული პროვინცია ახლა პონტოს მოსაზღვრე იყო. ომი დაიწყო 73 წელს. მითრიდატე ომის წინ არესს წყვილი თეთრი ცხენი შესწირა და შემდეგ პირველი შეტევა პაფლაგონიაზე მიიტანა. მერე ბითინიაც დაიკავა. მითრიდატემ კოტა დაამარცხა. რომაელებმა 3000 კაცი ხოლო პონტოელმა 20 კაცი დაკარგეს... ქალკედონში ჩაიკეტა კოტა. პონტოელმა ალყა დაადო. ლუკულუსი წამოვიდა კოტას დასახმარებლად და დაამარცხა პონტოელი. მითრიდატეს ქარიშხალმა ზღვაზე ფლოტი და 10 000 კაცი ხოლო მიწაზე საალყო მანქანები დაულეწა.. ამ მარცხის შემდეგ 50 ხომალდი ეგეოსის ზღვაში გააგზავნა საბერძნეთზე შესატევად მაგრამ ქარიშხალმა აქაც დაუფანდა და დაუკარგა ფლოტი. ლუკულუსი კი წინ მიიწევდა. მან მითრიდატეს უკან დახევა აიძულა. 70 წელს ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირებამდე პონტოს ყველა ციხეში როამელები იდგენენ. მხოლოდ დედაქალაქი სინოპი იყო თავისუფალი. მითრიდატე ტიგრანთან მივიდა, სომხეთში. პონტოს მარცხის პარალელურად ტიგრანი უკვე რომში ხედავდა საფრთხეს და ომისთვს ემზადებოდა. მითრიდატემ ურჩია რომ საერთო ძალებით ეომათ მაგრამ ტიგრანმა პონტოელს არ დაუჯერა და მარტო გაეშურა ლუკულუსისკენ. პლუტარქეს მიხედვით ლუკულუსთან ამ ბრძოლაში ტიგრანმა 100 000 კაციანი არმია დაკარგა. მიუხედავად ამისა 68 წელს მითრიდატემ და ტიგრანმა ახალი ჯარი შეკრიბეს, ამჯერად მითრიდატეს ჩააბარეს სარდლობა და ზაფხულში მტერს შეხვდნენ. ლუკულუსმა მოიგო. მალე ტიგრანოკერტიც აიღო რომის ლეგიონმა. ახლა ორი მოკავშირე უმიწო მეფეები იყვნენ, სამეფოდაკარგულები. [COLOR=purple]
მალე რომს ახალის საფრთხე გამოუჩნდა: სიცილიელი მეკობრები. ყურადღება მითრიდატესგან მეკობრებზე გადაიტანეს. პონტოელი სინოპში დაბრუნდა ჯარით, დაამარცხა რომაელები რამდენჯერმე და სამეფო დაიბრუნა 67 წელს. მას აქ ლუკულუსის დატოვებული სარდალი მარკუს ფაბიუს ადრიანე უპირისპირდებოდა. ერთ ერთ ბრძოლაში ფაბიუსმა 5 000 კაცი დაკარგა, მაგრამ მონები გაათავისუფლა და ბოლომდე იბრძოლა. მითრიდატეს ქვა მოხვდა კოჭში, როცა წამოდგა თვალში ისარი მოხვდა. სანამ მითრიდატეს ზურგში გადაიყვანდნენ და უმკურნალებდნენ, რომაელების დასახმარებლად მეორე სარდალი ტრიარიუსი მოვიდა. ტრიარუსმა პონტოელის დაჭრა რომ გაიგო შეტევზე გადავიდა, მაგრამ მოულოდნელად ჯარს მითრიდატე დაენახა, ის სწრაფად იშუშებდა ჭრილობებს და ისევ ცხენზე იჯდა. იმ ბრძოლაში პონტოელი კიდე დაჭრეს, ამჯერად ბარძაყში. მაგრამ ბრძოლა მოიგო. რომაელებმა იშვიათი დანაკარგი ნახეს: 24 ტრიბუნი და 150 ცენტურიონი. მალე რომმა მეკობრეები დაამარცხა 66 წელს და ახლა მას შეეძლო მითრიდატესთან ბოლომდე ეომა. რომაელებს ამჯერად ცნობილი პომპეუსი სარდლობდა. გნეუსმა მითრიდატე დამარცხა. პონტოელი ბოსფორის სამეფოში, თავის შვილთან გაიქცა, რომაელი კი ჯერ სომხეთში მივიდა, შემდეგ იბერიაში გადავიდა, იქიდან ამორძალებთან ნაომარი კოლხეთში გადავიდა. სწორედ კოლხეთში გაიგო მან ამბავი თავის მოწინააღმდეგისა:[COLOR=purple]


user posted image
*პომპეუსი


65 წლის დასწყისში ის ბოსფორშია, ყირიმში. აქ მისი შვილი მახარეა მართველი მამისეული მიწისა. მემკვიდრე მითრიდატესი იყო ფარნაკე. სწორედ ფარნაკემ უღალატა მას. გაუგო მამამ, ბევრი დასაჯა სიკვდილით მაგრამ შვილი დატოვა. ფარნაკემ მეორედ უღალატა. მან პონტოს მეფობა მოთხოვა მამას, მოკავშირედ კი რომაული ლეგიონები ყავდა მოყვანილი. მითრიდატეს ტყვეობა ელოდა. თან ყავდა ორი შვილი: მითრიდატისი რომელიც ეგვიპტელ დიდებულზე იყო დანიშნული და ნისა, კვიპროსის მეფის საცოლე. ტყვეობას რომ არიდებოდა მან შვილებს საწამლავი დაალევინა. ქალებმა თავადვე დალიეს. მითრიდატეზე ამ საწამლავმა არ იმოქმედა. მასთან იყო გალების ჯარის სარდალი ბიტოიტი. მას თხოვა მოეკლა და მანაც ხმლის დაკვრით მოკლა პონტოელი... ეს მოხდა 63 წელს.
რომმა პონტოს მართველად ფარნაკე დატოვა.
მალე კეისარი დაბრუნდა პონტოში და სწორედ ფარნაკეზე გამარჯვებას აცნობებს რომს სამი სიტყვით: VINI, VIDI, VICI...

user posted image
* იულიუს კეისარი

ასე დასრულდა მითრიდატეს ცხოვრება, მხედართმთავრისა, რომელიც რომს შეუპოვრად ებრძოდა და რომელიც მუდამ დარჩება სტორიის სარბიელზე როგორც რომთა მებრძოლი მამაცი და ჭკვიანი მხედართმთავარი. უნარიანი პოლიტიკოსი, სტრატეგი .. ბევრიც შეეშალა და ხედავდა ამას, მაგრამ მაინც ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ფიგურა ძველი მსოფლიოს ისტორიაში...

user posted image
ახლო აღმოსავლეთი დაახლოებით ძვ.წ. 115-77წწ-ში

This post has been edited by ivery on 4 Jul 2013, 14:26


--------------------
ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ფან კლუბი

ანტიკური სამყაროს ისტორია
grindelvaldi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5070
წევრი No.: 120105
რეგისტრ.: 26-August 10

გამოგზავნილია: 4 Jul 2013, 14:24  #37108841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
problem Mithridates?
user posted image


--------------------
Out of every one hundred men, ten shouldn't even be there, eighty are just targets, nine are the real fighters, and we are lucky to have them, for they make the battle. Ah, but the one, one is a warrior, and he will bring the others back

Heraclitus
Gubaza-Milionera
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 107
წევრი No.: 155041
რეგისტრ.: 11-October 12

გამოგზავნილია: 5 Jul 2013, 14:17  #37122678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grindelvaldi
პომპეუსი გაიჩითა ეგრევე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
zurazurazura
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1040
წევრი No.: 147126
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 5 Jul 2013, 14:30  #37122844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
შემდეგში გამოჩნდება სომეხი მეფის პოლიტიკაც: ის ცდილობდა არც ერთი მეომარი მხარე არ გამოსულიყო იმდენად ძლიერი რომ სომხეთს დამუქრებოდა. როცა რომს უჭირდა მითრიდატეს „ვერ“ ეხმარებოდა და როცა მითრიდატეს უჭირდა მაშინ პონტოელთნ იყო. დაპყრობილ მიწებს მითრიდატე იერთებდა, მოსახლეობას და სიმდიდრეს ტიგრანი ეუფლებოდა და მიქონდა.

მოკლედ, სომეხი იყო მართლა
QUOTE
*სულა

ეს კი ერთ-ერთი ყველაზე ჩათლახი არსება მთელი ისტორიის მანძილზე. მარიუსს უნდა მოეკლა, როდესაც შეეძლო.
QUOTE
*პომპეუსი

ჯალათი ბიჭუნა

This post has been edited by zurazurazura on 5 Jul 2013, 14:39
ivery
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 159483
რეგისტრ.: 15-January 13

გამოგზავნილია: 5 Jul 2013, 15:46  #37123830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zurazurazura
გეთანხმები ყოლიფერში biggrin.gif
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

  გამოგზავნილია: 7 Jul 2013, 06:53  #37144834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ლუკულუსი ან ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი (დ. დაახლ. ძვ. წ. 117 — გ. დაახლ. ძვ. წ. 56) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. ძვ. წ. 79 წელს იყო ედილი, ძვ. წ. 77 წელს - პრეტორი, ძვ. წ. 74 წელს - კონსული. თავი გამოიჩინა მითრიდატე VI-ის წინააღმდეგ ომში. მიუხედავად წარმატებისა, ლეგიონები ლუკულუსით უკმაყოფილო იყვნენ. ძვ. წ. 66 წელს გადააყენეს და პომპეუსით შეცვალეს. განთქმული იყო სიმდიდრით და არაჩვეულებრივი ფუფუნებით. ლუკულუსის ნადიმი საარაკოდ იქცა. მფარველობდა მეცნიერებს და მხატვრებს. რომი დაამშვენა ბაღებით და ბრწყინვალე სასახლეებით.
* * *
მითრიდატე არმენი თუ იყო, რატომ დაარქვა თავის შვილებს მახარე და ფარნაკე . დაერქმია ხაჩიკა. ლევონა . ჟორა , ან რაფიკა ............................................................................. yes.gif


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
ivery
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1919
წევრი No.: 159483
რეგისტრ.: 15-January 13

გამოგზავნილია: 28 Jul 2013, 21:47  #37422359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Led_Zeppelin
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

------------------
grindelvaldi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5070
წევრი No.: 120105
რეგისტრ.: 26-August 10

გამოგზავნილია: 30 Jun 2014, 12:34  #41468534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (ivery @ 4 Jul 2013, 14:18 )
VINI, VIDI, VICI...

ვინი არა ვინი პუჰი biggrin.gif
VENI VIDI VICI
Homo_Georgicus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3309
წევრი No.: 165702
რეგისტრ.: 18-April 13

გამოგზავნილია: 30 Jun 2014, 19:54  #41473535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ivery
QUOTE
300 000 ტყვე წამოიყვანა ტიგრანოკერტის ასაშენებლად

ერთი ოპერაციით ამდენი ტყვე ათჯერ მეტ ტერიტორიაზე მხოლოდ გიტლერის ჯარმა თუ იგდო 41-ში.ათჯერ ნაკლები ციფრი კიდევ მისაღებია

Led_Zeppelin
QUOTE
მითრიდატე არმენი თუ იყო, რატომ დაარქვა თავის შვილებს მახარე და ფარნაკე

მითრიდატე სპარსი იყო,დიდი ალბათობით აქემენიდი

grindelvaldi
lol.gif


--------------------
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
tujji
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 84248
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 6 May 2016, 20:56  #47746603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მითრიდატე პონტოელი
.............................................................................................................U.პ
Kakha.G
STRANGER IN THE NIGHT


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5608
წევრი No.: 208583
რეგისტრ.: 6-October 15

გამოგზავნილია: 8 May 2016, 16:38  #47760171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მითრიდატეს სპარსელობა და აქამენიდობა მისი აპოლოგეტების მოგონილია.
ეს მისი სიცოცხლის დროსაც ცნობილი იყო
დიდი ალბათობით მითრიდატიდები ადგილობრივი პონტოური დინასტები იყვნენ.
ამ მხრივ მეცნიერები ყურადღებას აქცევენ მითრიდატეს შვილის ქართულ სახელს მახარე.


--------------------
Pissing outdoor it's modern mans one of the last true pleasure
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0297 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]