საქართველო-რუსეთის საზღვრის სამ მონაკვეთზე - ფსოუს, როკის და ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ტვირთს კომერციულ მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია SGS-ი გაუწევს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ქართული და რუსული მხარეების დელეგირებით კომპანიის შესარჩევად ტენდერი შვეიცარიულმა მხარემ ჩაატარა, სადაც შვეიცარიულმა SGS-მა გაიმარჯვა.
ჯალაღანაის თქმით, საკითხი ძალზე მნიშვნელოვანი და არაორდინალურია. ქართული მხარის სამუშაო ჯგუფი ქვეყნის პოზიციის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა რუსეთის მხარესაც.
"ამ სპეციფიკის გათვალსიწინებით, ქართული მხარე შვეიცარიასთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელსაც თავის მხრივ კომუნიკაცია აქვს რუსეთთან. პროცესი დასრულების ეტაპზეა და სავარაუდოდ ახლო ხანში მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდება", - აღნიშნავს ჯალაღანია.
http://news.ge/ge/news/story/59021-ruset-s...a-sgs-gautseevs
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."
მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".
ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))