#37363525 · 24 Jul 2013, 10:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა პირადი ნომრით ადამიანის პოვნა |
არსებობს საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. ამ კანონის მიზანია, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.
QUOTE | რა მაინტერესებს იცი აი მაგალითად პირადი ნომრის პირველი 4 ციფრი არის იმ ადგილის საფოსტო მისამართი სადაც დაიბადა და დანარჩენი რას ნიშნავს ხო არ იცი? ან აი მაგალითად საქართველოს ბანკის ბართზე როცა ვირიცხავ ხოლმე თანხას შემყავს ჩემი პირადი ნომერი და შემდეგ მიწერს ჩემი სახელის ინიციალებს ანუ რაღაც ეგეთი გზა ხო არაფერი გაფიქრდება რითიც შევძლებ მეტი ინფორმაცია გავიგო |
პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.
--------------------
all that we are is the result of what we have thought..
|