საერთოდ კარგი და "მუშა" სლოგანის მოფიქრება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და პროფესიონალის მუშაობას მოითხოვს. ასეთი მომსახურება რა თქმა უნდა ფასიანია და ზოგი სარეკლამო სააგენტო ამას აკეთებს (თუ დაგაინტერესებთ შემიძლია გირჩიოთ). თუ წარმატებული სლოგანის ავტორმა ერთ დღეს გადაიფიქრა და სლოგანისათვის ფული მოგთხოვათ და სასამართლოში გიჩივლათ საავტორო უფლებების დარღვევისათვის, არ გაგიკვირდეთ
რადგან ეს თემა გახსენით, ჩემს აზრს გეტყვით: სახელი არ მომწონს, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. სახელი შესვლის სურვილს არ მიჩენს.
რაც შეეხება ფერებს, კი არის ყურადღების მიმქცევი (მე მაინც შევცვლიდი), მაგრამ თითქოს რაღაც აკლია. შუაში კალათას რომ აქვს თეთრი კონტური, კალათას გამოკვეთს, ასოებსაც მოუხდებოდა რამე მსგავსი. ყოველ შემთხვევაში სახელი მეტ გამოკვეთას ითხოვს, მე ასე ვთვლი.
სლოგანი სახელს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა, პირიქითაც შეიძლება მოხდეს: სლოგანმა სახელი მოგაფიქრებინოთ იქნებ

აი რამდენიმე ვარიანტი (გჩუქნით სამუდამოდ)
* სიცოცხლის ინგრედიენტები
* მიიღეთ თქვენი "ლომის წილი"
* თქვენი წილი დიდი ქვაბიდან
*დაბალი ფასები, დიდი ულუფა
* საუკეთესო გემოს ადგილსამყოფელი
* შიმშილის გემრიელი მტერი
ეს იდეების სახით, გადააკეთ-გადმოაკეთეთ და რამე კარგი გამოვა ალბათ

წარმატებები!