
სატანისტებმა "ჰომოფობური" მღვდლის ფელპსის დედის საფლავზე აღასრულეს რიტუალი, რომელიც მას საიქიო ცხოვრებაში "ლესბოსელად" აქცევს.
სატანისტებმა სახელწოდებით "სატანის ტაძარი" ჩაატარეს "ვარდისფერი მესა" ვესტბოროს ბაპტისტი მღვდლის ფრედ ფელპსის დედის საფლავზე. ისინი ამტკიცებენ, რომ "ახლა, საიქიო ცხოვრებაში, ფელპსის დედა ლესბოსელი გახდება". ამის შესახებ იუწყება PinkNews-ი.
"სატანის ტაძარმა" სურათი განათავსა საკუთარ საიტზე ინტერნეტში, სადაც ჩანს, როგორ გამოხატავენ თავიანთ "სიყვარულს" ერთსქესოვანი წყვილები, როგორ კოცნაობენ ფრედ ფელპს-უმცროსის დედის, კეტრინ ჯონსტონის საფლავზე.
საიტზე westboro-baptist.com, რომელიც ეკუთვნის "სატანის ტაძარს და არანაირად არ არის დაკავშირებული ამავე სახელწოდების ეკლესიასთან, განთავსებულია ცერემონიის სურათები (იხ. ქვემოთ) და მათი აღწერა. იქ წერია: "კეტრინ იდალეტ ჯონსტონს (Catherine Idalette Johnston), ფრედ უ. ფელპს-უფროსის (Fred W Phelps, Sr), ვესტბოროს ბაპტისტური ეკლესიის დამფუძნებლის ფრედ ფელპს-უმცროსის (Fred Phelps, Jr) დედას, დაედო პატივი და მიეძღვნა "ვარდის მესა", რომელიც ჩაატარა სატანის ტაძრის ჯგუფმა მის საფლავზე. ვარდის მესა - წარმოადგენს სატანურ რიტუალს, რომელიც ტარდება მიცვალებულთა საფლავებზე და რომელიც ცვლის მიცვალებულის სექსუალურ ორიენტაციას საიქიო ცხოვრებაში". და შემდეგ: "ერთსქესოვანმა წყვილებმა გამოხატეს თავიანთი სიყვარული ფრედ ფელპს-უმცროსის დედის საფლავზე. რიტუალს ესწროებოდა სატანის ტაძრის მოგვი, რომელმაც წაიკითხა შელოცვა. ვარდის მესის დამთავრების შემდეგ კეტრინ ჯონსტონი საიქიოში ლესბოსელი გახდა".
http://www.apocalypse.ge/sxv_ugunuri_peder...avrceleben.html


რქები აკვდება
This post has been edited by castiel997 on 3 Aug 2013, 09:54