საინტერესო ისტორიაა, ოღონდ პოლიტიკის გარეშე, უფრო სწორად პოლიტიკოსების გარეშე, სჯობდა დარჩენილიყო

რამაზ ბლუაშვილი: "ჩვენ გვყავს ქართველი, რომელმაც ამერიკას სამხედრო საჰაერო ძალების 50% შეუქმნა"
ავტორი: ეთერ მონასელიძე | ტელ: 577 65 10 88 | 15 აგვისტო 2013 19:46:35 | ნანახია: 116-ჯერ |
Facebook
რამაზ ბლუაშვილი: "ჩვენ გვყავს ქართველი, რომელმაც ამერიკას სამხედრო საჰაერო ძალების 50% შეუქმნა"
„მისი ცხოვრება გასაიდუმლოებული იყო სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგ 10 წლის განმავლობაშიც. ამერიკაში გრიფით საიდუმლოს მოხსნა მოთხოვნის საფუძველზე ხდება, ხოლო ალექსანდრე ქართველის შესახებ ეს მოთხოვნა არავის დაუყენებია”.
8 წელი იკვლევდა რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ამერიკის სამხედრო ავიაციის ლეგენდის, ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას. თვალსაჩინო და მოწინავე ქართველმა ავიაკონსტრუქტორმა P-47-ის, F-84-ის, F-105-ის, A-10-ის შემქმნელმა ( ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს) არაერთი ახალი სიტყვა თქვა ავიაციაში. "გამანადგურებლების მეფის", ქართველიშვილის სახელი შეტანილია წიგნში "Who is Who". იყო ტემპლისა და ბრუკლინის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, სახელმწიფო საავიაციო კომიტეტისა და მრავალი საზოგადოების წევრი.
photo kartveli3_zps386fec67.jpg
რეჟისორი იწყებს მხატვრულ - დოკუმენტური ფილმის გადაღებას. „ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ამერიკამ იცოდეს, რომ ეს ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორი იყო ქართველი და არა რუსი. პარადოქსია, რომ გვარად ქართველი იწოდებოდა რუსად“, - ამბობს რამაზ ბლუაშვილი.
- როდესაც მოვისმინე თქვენი ისტორია 8 წლიანი თავდადებული კვლევა-ძიებისა და მცდელობების შესახებ, ვთქვი, რომ რეჟისორობა და ავიაცია რაღაცით ჰგავს კიდეც ერთმანეთს... (რა თქმა უნდა, ხუმრობით)
- ბავშვობიდან მიყვარდა ავიაცია. განსაკუთრებით მაინტერესებდა ამერიკის სამხედრო ავიაცია, რომელზეც, მოგეხსენებათ, კომუნისტი ბავშვი დიდ ინფორმაციას ვერ მიიღებდა და მეტიც, მცდელობის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემი მშობლები ციხეშიც აღმოჩენილიყვნენ. ჩემი ჰობიდან დარჩენილი იყო ის, რომ მამა მყიდულობდა საბჭოთა თვითმფრინავის მოდელებს და მე მათ დიდი სიამოვნებით ვაწყობდი.
2000 წელს ამერიკაში წავედი სასწავლებლად, სადაც შევისწავლე ტელეპროდიუსინგი, თუმცა ჩემი ინტერესი ავიაციის მიმართ არ დამიკარგავს და ძიება იქ, ამერიკის მუზეუმებში დავიწყე. სწორედ ამ პროცესში წავაწყდი გვარს - ქართველს. ვიგებ, რომ ამერიკის სამხედრო ავიაციის ლეგენდა P-47 ალექსანდრე ქართველის შექმნილია. ის დაიბადა თბილისში 1896 წელს და აქ დამთავრდა მისი ბიოგრაფია. სამაგიეროდ მრავლად იყო მასალა ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილ თვითმფრინავებზე. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ასეთი ლეგენდები აქვს შექმნილი და დღეს, ამ ინტერნეტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეპოქაში მასზე არსად არაფერი წერია. დავრეკე ისტორიულ საზოგადოებაში ლონგ-აილენდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანზე შეგიძლია ინფორმაციის მოპოვება. მეორე დღეს პასუხი იყო ასეთი: „ისეთ ადამიანზე, როგორიც იყო ალექსანდრე ქართველიშვილი, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და უნდა მიმართოთ ორგანიზაციებს „ნასა“, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალები, პენტაგონში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი და ა. შ. დავდექი რეალობის წინაშე, რომ მე, ერთმა ვიღაც ქართველმა რეჟისორმა უნდა დავრეკო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და გასაიდუმლოებულ ორგანიზაციებში და უნდა მოვითხოვო ინფორმაცია.
- ალბათ, ბევრი აქ დაამთავრებდა მოკვლევას, რადგან სხვა ურთულეს პროცედურებთან ერთად, ამ ძიებას ფინანსებიც დასჭირდებოდა.
-რა თქმა უნდა, მაგრამ მე მქონდა უდიდესი სულისკვეთება და როდესაც ეს სულისკვეთება დაინახა ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, ვისთანაც ვმუშაობდი, ის გაცილებით მეტ თანხას მიხდიდა, ვიდრე მეკუთვნოდა, რათა წავსულიყავი ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში და ა.შ.
მოსვენება დავკარგე, როდესაც გავიგე, რომ „ნასას“ ერთ-ერთ არქივში, შესაძლოა, ყოფილიყო ინფორმაცია ქართველიშვილის შესახებ.
-მარტივი არ იქნებოდა ... „ნასას“ არქივში როგორ მოხვდით?
- სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი... სხვათაშორის, ვაპირებ დავწერო წიგნი, რომელიც არ იქნება ბიოგრაფიული ნარკვევი ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ, ეს იქნება უფრო ინტერაქტიული საკითხავი, თუ როგორ ვეძებდი მას. რაც შეეხება „ნასას“ არქივს, იქ ოთხი თვის განმავლობაში გამუდმებით ვრეკავდი და როგორც იქნა, მივიღე სასურველი პასუხი. ფლორიდიდან სასწრაფოდ გავემგზავრე ვაშინგტონში.
... სურათი იყო ასეთი: არქივში მომსახურე ქალი მოდის და მოაგორებს უზარმაზარ მაგიდას ორი განყოფილებით. მაგიდაზე არის ოთხი დიდი ყუთი... ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ის ჩემთან მოდიოდა... მოაქვს და მეუბნება: „ჩვენ ამის მეტი არაფერი გვაქვს ალექსანრე ქართველიშვილზე“... წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია.
აქ აღმოვაჩინე ისეთი დოკუმენტები, რომლითაც მივხვდი, როგორი გასაიდუმლოებული იყო მისი ცხოვრება. მაგალითად: ქართველიშვილი წერს ტექსისის შტატში ფერმერს: „ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ თქვენგან 2 ყუთ გრეიფრუტს და წელს არ მივიღეთ. თუ შეიძლება გამოგვიგზავნეთ გრეიფრუტი და ჩვენ ჩეკს გამოგიგზავნით“. - წარმოიდგენდით, რომ ამგვარ დოკუმენტს შეინახავდნენ „ნასას“ არქივში?
- წარმოუდგენელია და თან, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ბუნებრივიც. ალბათ, მას თავისუფლად ცხოვრების უფლება არ ექნებოდა.
- რა თქმა უნდა. - ადამიანმა, პრაქტიკულად იცოდა აშშ-ს ყველა საიდუმლო და განსაკუთრებით სამხედრო საავიაციო საიდუმლო. ის წარმოშობით იყო საქართველოდან (მაშინ - რუსეთიდან). მას თავისუფლად ცხოვრების საშუალება და უფლება არ ჰქონდა. ეს ძალიან ლოგიკურია.
- შთამომავლობა თუ დარჩა?
- შვილი არ დარჩენია. აქედან გამომდინარე, არავინ მოიკითხა. მისი ცხოვრება გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ ცოცხალი იყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ 10 წლის განმავლობაში. ამერიკაში გრიფით საიდუმლოს მოხსნა ხდება მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო ალექსანდრე ქართველის შესახებ ეს მოთხოვნა არავის დაუყენებია.
ერთადერთი ნათესავი გახლავთ ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი, რომელიც მისი ალალი დისშვილია. სხვათაშორის, ბატონმა დიმამ ჩემგან გაიგო ბევრი რამ ბიძის შესახებ. მე ვაჩვენე მას ფოტოები, რომელიც არასდროს ენახა და არ დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები. ბედნიერი ვარ, რომ ამას მოესწრო.
photo kartveli10_zps748655a4.jpg
- კიდევ რა მოიძიეთ? შემდეგი ეტაპი რა იყო?
- დავიწყე საფლავის ძიება. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ დაკრძალული იყო ლონგ-აილენდზე. ამერიკის სასაფალოები ცალკე ისტორიაა. ეს განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც შეგიძლია ნებისმიერ სასაფლაოზე იმეილი გააგზავნო. მეც დავიწყე წერილების დაგზავნა. ათეულობით წერილი გავაგზავნე და ერთხელაც მომივდა პასუხი, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ალექსანდრე ქართველიშვილი.
მივედი საფლავზე. წარმოიდგინეთ, ვარ მარტო... ცოტა ხანში მომიახლოვდა ხანში შესული მამაკაცი. ის დაინტერესდა ჩემი ვინაობით. ჩვენს შორის ხანმოკლე საუბარი შედგა. ბოლოს მეუბნება სიტყვებს, რომელიც არასდროს დამავიწყდება: "30 წელია ამ სასაფლაოზე ვმუშაობ და შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც აქ მოვიდა. ნუ მიატოვებთ ამ საფლავს".
-საინტერესოა, რომ პროექტს არანაირი ფინანსური დახმარება არ აქვს საქართველოს მხრიდან.
-არ დარჩენილა წინა მთავრობაში თანამდებობის პირი, ვისთანაც არ მქონია ამ თემაზე საუბარი ტელეფონით, თუ პირადად. ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილია, ვისაც არ შევხვედრივარ (მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მქონდა) თუმცა, როცა მიხეილ სააკაშვილის გვერდით იყო დონალდ ტრამპი, ვფიქრობდი - მე მაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმად, ალექსანდრე ქართველიშვილი და დონალდის მშობლები მეგობრობდნენ, ეს არ უნდა სცოდნოდა პრეზიდენტს?
ან დღეს რომ „საინტერესო“ იდეებით გამოდის ირმა ნადირაშვილი, მე მას ნახევარ საათზე მეტი ვესაუბრე ტელეფონით, ავუხსენი, ვინ იყო ქართველიშვილი, ვუთხარი, რომ მსგავსი დონის ქართველი არ ყოფილა ამერიკაში, არცერთი ქართველისთვის ამერიკას გამუდმებით გენიოსი არ უძახია, მაგრამ პასუხი იყო ასეთი: „რატომ უნდა იცოდეს ეს ყველაფერი პრეზიდენტმა?“
მათგან განსხვავებით, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ქალბატონი ლელა ქართველიშვილის, რომელიც არის ჩემი პროექტის გულშემატკივარი და რომელმაც 2012 წელს შემახვედრა ირაკლი ალასანიას. ბატონი ირაკლი მოვიდა ჩემს პრეზენტაციაზე, რომელიც მოვაწყე ქართულ-ამერიკულ ცენტრ ლანგეითში. აქ მან პირველად გაიგო ქართველიშვილის შესახებ და უდიდესი ინტერესი გამოიჩინა მის მიმართ.
დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ 27 აგვისტოს მე ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავზე მიმყავს ირაკლი ალასანია. ეს არის პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც დაინტერესდა ჩემი პროექტით. აქვე აღვნიშნავ, რომ ბატონმა ირაკლიმ თავად გამოთქვა სურვილი, წამოსულიყო ქართველიშვილის საფლავზე და პატივი მიეგო ამ დიდი ქართველისთვის. ეს დიდი ბედნიერებაა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი.
თუ გვინდა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყოს წარმატებული, მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი ნაბიჯებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც ამერიკას შეუქმნა სამხედრო საჰაერო ძალების 50%, აქ უკვე ადვილია დავანახოთ საქართველო. ვფიქრობ, აშშ-ში ყველაზე ეფექტური ელჩი საქართველოსი დღეს შეიძლება იყოს ქართველიშვილი და ამას სწორად უნდა გამოყენება. ირაკლი ალასანია არის პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც ეს დაინახა.
photo 060901-F-1234S-004_zpsf3a1a24e.jpg
-ფილმის გადაღებას აპირებთ... ამჟამად რა ეტაპზე ხართ?
-მე მყავს ორი ამერიკელი მეგობარი, ერთი, რომელიც ცხოვრობს თბილისში, სტივ ჯონსონი და მეორე - ვაშინგტონში, რიჩარდ რუბინი, რომლებმაც გადაწყვიტეს დააფინანსონ ჩემი ფილმი. ვიღებ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. გაგიმხელთ იმასაც, რომ ქართველიშვილის როლს შეასრულებს კახი კავსაძე.
-გვიან, მაგრამ ბევრი ადამიანი შეიტყობს ალექსანდრე ქართველიშვილზე. წიგნი დაიწერება, ფილმი შეიქმნება, კიდევ რას აპირებთ?
- ბატონი ირაკლი ალასანიასგან და ასევე ეკონომიკის სამინიტროსგან მხარდაჭერა აქვს იდეას, რომ 31-ე ქარხანას დაერქვას ალექსანდრე ქართველის სახელი. ალბათ, ლოგიკურია, როდესაც გყავს ასეთი პიროვნება და არსებობს თბილისის საავიაციო ქარხანა, ისინი უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს.
9 სექტემბერს, ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეს, მოხდება ამ სახელის დარქმევა. მაგრამ მაქვს კიდევ ერთი დიდი ოცნება და ეს ოცნება ნელ-ნელა რეალობას მიუახლოვდა.
ჩემს ამბიციურ იდეას, რომ ქართველიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოგვეტანა საქართველოში, როგორც ექსპონატი, ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა. დღეს მე მაქვს მაღალი რანგის ამერიკელების ჩანაწერი, მათ შორის არის ყოფილი კონრესმენი ჯიმ დეისი, რომელიც ამბობს, „კარგი იქნება, თუ საქართველოს ვაჩუქებთ ქართველის მიერ შექმნილ თვითმფრინავს". ბატონი ირაკლი მიემგზავრება ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე და იქ ერთ-ერთ საკითხად სწორედ ამ თვითმფრინავის ჩამოყვანა განიხილება. თუ ეს მოხდება, ამ თვითმფრინავის ჩამოყვანით, ქართველიშვილი სიმბოლურად დაბრუნდება საქართველოში.
photo 060901-F-1234S-014_zpsa3559631.jpg
-რა იცით ამ პიროვნებაზე, არა როგორც ამერიკის სამხედრო ავიაციის ლეგენდაზე, ამჯერად მის ქართველობაზე?
- ერთ მაგალითს მოგიყვებით: მაქვს ერთი გენერლის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს: „ბატონმა ალექსანდრემ სახლში მიმიპატიჟა, მას დიდი წიგნი ჰქონდა გადაშლილი და მითხრა - შენ რომ ჩემი ენა იცოდე... ამ წიგნიდან რომელ გვერდზეც გადამიშლი, ზეპირად გეტყვიო“. ეს წიგნი იყო "ვეფხისტყაოსანი". მან თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა პოემა. კაცმა, რომელიც 1919 წელს წავიდა საქართველოდან და აღარასდროს დაბრუნებულა. ეს იყო უდიდესი ქართველი, რომელიც მოიხსენიებოდა, როგორც რუსი ავიაკონსტრუქტორი და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამერიკამ იცოდეს, რომ ეს ლეგენდარული ავიაკონსტრუქტორი იყო ქართველი და არა რუსი. პარადოქსია, გვარად ქართველი იწოდებოდა რუსად. ეს არის საქართველოს საქმე.
http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=864
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ