და არა მხოლოდ, მამა დავით ქვლივიძეც (ე.წ მმკ-ს მღვდელი), "ძერსკი გოიმი" ეკა ყუშიტაშვილიც, სამშობლოს მოღალატე პაატა ზაქარეიშვილიც, მეძავთმფარველი ღვთაება როენა ხუცურაულიც, პატიმრის უკანალში იატაკის საწმენდი ჯოხის მთხრელი ვლადიმერ ბედუკაძეც, რაღაც არ მახსოვს ეს ე.წ "საჯარო პირები" მათი ასევე საჯაროდ ლანძღვისას ფორუმის ზემომდებარე წესით დაგეცვათ, თუ მეუფე იაკობი საჯარო პირია კვადრატში?
მმკ-ს წევრებს, წმ. სინოდის წევრებს, საპატრიარქოში მომსახურე იერარქებს, პოლიტიკოსებს და ა.შ ცნობილ სახეებს, რომლებიც ამ დეფინიციის თანახმად: (საჯარო მოსამსახურე, დამხმარე მოსამსახურის გარდა; აგრეთვე პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; აგრეთვე პირი, რომელიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა

საჯარო პირები არიან იცავთ ამ ფორუმული წესით?
ან იმდენს ვერ ხვდებით, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში შესაძლებელია ათასი ნაძირალა, ბოროტმოქმედი და არაჰუმანური ადამიანი მოხვდეს? ანუ საჯარო პირად იქცეს? მათაც ისევე იცავთ როგორც მეუფე იაკობს?
იმედს ვიტოვებ ამ (დარწმუნებული ვარ თქვენს მიერ გაუაზრებელ) წერილობითი ფორმის სამართალდარღვევას დროულად ჩაასწორებთ და მოიყვანთ ლოგიკასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს როგორც მინიმუმ და მაქსიმუმ კი საერთოდ გააუქმებთ, ვინაიდან:
1. ადამიანის უფლებებს საქართველოში იცავს კონსტიტუციიდან დაწყებული მიმდინარე კანონებით დამთავრებული არაერთი სამართლებრივი აქტი და ნებისმიერს შეუძლია შელახული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.
2. ინტერნეტ სივრცეში შელახული ადამიანის ღირსების უფლების დასაცავად და აღსადგენად სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების ერთერთ შტოს სასამართლოს არ გააჩნია ეფექტური ზემოქმედების ბერკეტი (მაგ სოხუმიდან ამოვუტრიალებ ოჯახს ნებისმიერ საჯარო პირს და მიჩივლოს სადაც უნდა, სამართალდარღვევა მე სოხუმში ჩავიდინე და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი იურისდიქცია არ გააჩნიათ ამ ტერიტორიაზე) - ლირიკული ჩანართი (ხომ ერთ ადგილზე ამოისვი მსგავსი სარჩელიო ეტყვიან) შესაბამისად არც არსებობს მსგავსი კანონი, თორემ ჯერ მხოლოდ ფეისბუქის მომხმარებელთა უმრავლესობა დასჯილ დაჯარიმებული უნდა დადიოდეს.
ეხლა შევაჯამოთ თქვენ რას შვრებით: "უსწრებთ წინ დროს, რეალობასა და სახელმწიფოსაც კი" ანუ შვრებით იმას, რაც სახელმწიფო ხელისუფლებამ უაზრობად მიიჩნია საქმნელად და პლიუს ამას კი ამ "ზებრძენი" წესით არღვევთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს.
გეშლებათ ძვირფასებო თან ძალიან, პირადი შეურაცხყოფა როგორც ფაქტი რომ დადგეს, საჭიროა.
სახეზე იყოს შეურაცხმყოფელი და შეურაცხყოფის ადრესატი.
მაგ: პატრული აჩერებს ხელისუფლებაზე უკმაყოფილო მძღოლს, რომელიც იძახის ბიძოს დედა #####ან, გგონიათ ბიძოს პირადი შეურაცხყოფის გამო დააკავებენ?
აქ არ არის არანაირი სამართალდარღვევა და ვერც იქნება ზემოთაღწერილი გარემოების არ დადგომის გამო, მაგრამ ბიძოც იქ რომ იყოს და ისმენდეს დედას როგორ აგინებს მძღოლი, მაშინ დააკავებენ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ეხლა თქვენ რაღაც ახალ ველოსიპედს იგონებთ კაი ჯანდაბას, მაგრამ ეს ველოსიპედი ქვეყნის კანონმდებლობას ხომ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს არა?
თუ იცავ ერთს რატომ არ იცავ მეორეს? მეორეს დისკრიმინაციას რატომ ეწევი?