#57986004 · 7 Jun 2021, 08:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყოველდღე ასეა ჩემით მეღვიძება, თითქმის ზუსტად 6 საათი ძილის შემდეგ როცა ვიღვიძებ, ძილს ვეღარ ვიბრუნებ, თითქოს მეყო ძილი, მაგრამ ადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ უკვე ვგრძნობ სისუსტეს და იმას რომ ძილი არ მეყო არ მითხრათ რომ ენერგიას არ ვხარჯავ, ყოველდღე ვვარჯიშობ დარბაზში (კვირის გარდა) და საკმაოდ ვიღლები ფიზიკურად. არც ის მითხრათ რომ "ესე იგი ორგანიზმს მეტი არ სჭირდება", სჭირდება, რადგან ვგრძნობ რომ ცუდად მხდის გამოუძინებლობა. ჩემი ძილის ნორმა 8 საათია, ხანდახან 9, ძალიან იშვიათად 10 საათი ბოლო ორი თუ სამი კვირაა დაახლოებით, რაც 6 საათზე მეტხანს ვერ მძინავს და ფიზიკურად ცუდად მხდის უკვე, მუდმივი სისუსტე და ორგანიზმის გამოფიტვა მჭირს, გული მიმდის და ა.შ. შესაძლოა ნევროზულია მაგრამ მაინც მაინტერესებს კომპეტენტური ადამიანების აზრები წინასწარ მადლობა პ.ს. არაფერი მომხდარა იმ პერიოდში უარყოფითი (სტრესული) მოვლენა, რომ ამას გამოეწვია მსგავსი რამ
This post has been edited by Katutu on 7 Jun 2021, 08:46
--------------------
ოტაკუჯიიი (ც) მისა და მაფი
|