უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ..." - დარეჯან დიასამიძის დედის სულისშემძვრელი აღსარება
ვიცი, რომ თურქეთში მიჰყავთ და ამუშავებენ ხოლმე იქ გოგოებს, მაგრამ ჩემი შვილი მაგისთვის არ გამოდგებოდა... მთავარია, ცოცხალი იყოს, მაგრამ უკვე აღარაფრის იმედი არ მაქვს. იცით რა, უკვე იმას ვნატრობ, რომ მკვდარი მაინც იპოვონ... ის მაინც ვიცოდე, რომ აღარ არის. მალე 40 დღე გავა და არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, როგორაა, მალე ჭკუიდან შევიშლები ალბათ... ის ბედნიერებაც არ მაქვს, რომ ჩემი შვილის საფლავი მქონდეს, მივიდე და ვიტირო," - ამბობს ერთი თვის წინ აჭარაში გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედა, ლამზირა მახარაძე.
http://www.kvirispalitra.ge/public/18628-q...-aghsareba.html