თავისთავად, არ არსებობს 2 ისეთი რამ, თუნდაც პოლარული, რომ კავშირში არ იყოს ერთმანეთთან, როგორც + და -
მოდი თუ თანახმა ხარ განვმარტოთ ჯერ ერთი მერე მეორე და დაე შენ თვითონ დაინახე თუ რა შესაძლებლობაა იმისა რომ ბობლიური მითით გამოხატული სინამდვილე და ფროიდის მიერ "აღმოჩენილი" ქვეცნობიერი კავშირში იყოს ერთმანეთთან.
ჯერ გავარჩიოთ მოდი ის, რასაც ადამიანები აღიქვამენ როგორც ბოროტებას.
ეს რომ გავარჩიოთ 2 რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ:
1.ის რასაც ადამიანი აღიქვამს როგორც ბოროტებას, შესაძლოა დიდ სიკეთეს ემსახურებოდეს ღვთაებრივი იერარქიების და სამების თვალსაწიერიდან.
2.დედამიწაზე არ არსებობს აბსლუტური, სრული სიკეთე -ბოროტების რაღაც ელემენტის მონაწილეობის გარეშე.
...................
ის, რაც ადამიანური გადასახედიდან ისახება როგორც ბოროტება და ბოროტი სული, სულიერ სამყაროებში წარმოდგენილია როგორც ყოფიერებისა და განვითარებისათვის აუცილებელი, საჭირო და სასიკეთო ძალა.
ღვთაებრივი საწყისი ვერ განვითარდებოდა რომ მას გარკვეულ ეტაპზე თავისი თავიდან არ გამოეყო ის ძალა, რასაც ჰქვია "ამბოხის სული", "აშფოთების" ელემენტი.
ამდენად ეს ძალები მონაწილეობენ სამყაროს (სულიერ-მატერიალური სამყაროს) განვითარებისათვის აუცილებელ აქტებში.
ახლა გადავიდეთ იმაზე, რასაც ბიბლიური მითი გადმოგვცემს ხატოვნად და სიმბოლოთა მეშვეობით:
* * *
ღვთაებრივი პრასაწყისის განფენა (უნივერსალური გონის) თავისთავად გულისხმობს მისი ყოველი ნაწილაკის ღვთაებრივი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას- პოტენციურად!
მაგრამ ეს პოტენცია რეალიზებულ უნდა იქნას. ამას კი გარკვეული პირობები ჭირდება.
მოხდა ისე, რომ მირიადი სულიერი ენტელეხიებით აღსასვსე სულიერ კოსმოსში, გარკვეულმა არსებებმა დააჩქარეს ადამიანური არსებისათვის ამ პოტენციის რეალიზების უნარის ამოქმედება.
რა იგულისხმება აქ?
აქ იგულისხმება ინდივიდუალიზაცია. ღვთაებრივი პოტენციის ინდივიდუალიზაცია. სხვა სიტყვებით-
ადამიანის სრული და აბსოლუტური თვითმმართველობა და ღვთაებრივ- შემოქმედებითი უნარებით მოქმედება.
ეს ინდივიდუალიზაცია თავისთავად ერთი-მეორესაგან გამიჯვნას გულისხმობს, იზოლირებას გულისხმობს, რისი პირობებიც არ არსებობდა იმ ეტაპზე, რადგან კაცობრიობა იყო კრებითი სამშინველი (ადამ კადმონი. პირველ ადამი, პრა ადამი).
არადა ამ არსებათა მიერ ადამიანს მიეცა ინდივიდუალიზაციის უნარი, რაც საკუთარი თავის ცნობიერ აღქმაში მდგომარეობს.
ასეთ ვითარებაში, უკვე გარკვეული წინააღმდეგობა შეიქმნა, რადგან, კრებით სულად დარჩენა - ადამ კადმონად დარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდებოდა, თუმცა ჯერ ადამიანს არ გააჩდა სხვა სათანადო უნარები სრული თვითიზოლაციისათვის.
ამის გამო, სულიერ-ღვთაებრივ იერარქიათა პროგრესულმა ძალებმა გადაწყვიტეს რომ ადამიანის განვითარება წარმართულიყო გენეტიკის გზით- მატერიაში.
რათა სისხლისმიერ კავშირებში (გვარი, ტომი, ერი,ოჯახი) ყოფილიყო შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც ინდივიდუალიზირებული ცნობიერების მეშვეობით დაირღვა.
სწორედ ამიტომ და ამის გამო "გამოძევდნენ" ე.წ."სამოთხიდან" ანუ კრებითი სულის წიაღიდან ადამ-ევა, მიწა-სიცოცხლე!
იმიერიდან უფრო და უფრო გამძაფრდა ადამიანის ინდივიდუალიზაციის პროცესი, ანუ მისი ცნობიერი განვითარების პროცესი და ამან თავის კულმინაციას უკვე I საუკუნისთვის მიაღწია.
აქ შესაძლოა ძალზე საბედისწერო მოვლენები განვთარეულიყო, რადგან როგორც ვიცით, ყოველ კულმინაციას მოსდევს უკუპროცესი. მატერიაში დაღმავალი განვითარების აღმავალ იდეას დაემუქრა ქვემატერიის სულიერ ძალებში დანთქმა!
და ეს ქვემატერიული ძალები არის ინსტიქტების მექანიზმი!
გადავიდეთ მეორე ეტაპზე:
რა შეიძინა ადამიანმა მატერიაში დაღმავალი განვითარების- ევოლუციის გზაზე და რა "დაკარგა"(დაკარგა- დროებით. გარკვეულ დრომდე), რამეთუ როცა რაღაცას ვიძენთ, იქვე ხდება რაღაცის განკარგვაც.
და აქ უკვე ქვეცნობიერს უნდა შევეხოთ. ამაზე ქვემოთ.
* * *
რა არის დანთქმული ადამიანის ქვეცნობიერში?
პირველ რიგში ცოდნა სიცოცხლის (წრმოშობის) შესახებ და მერე –ადამიანის გენეტიკის (წარმომავლობის) საიდუმლო.
ამასთანავე– სრული ცოდნა იმ ბიოაპარატის შესახებ, იმ სისტემის და მისი მამოძრავებელი ძალების შესხებ, რასაც წარმოადგენს ადამიანის სხეული, ორგანიზმი.
და ბოლოს იმ ქმედებათა მოტივაციების ცოდნა, რა ქმედებებსაც ადამიანი ახორციელებს თავისი ბიოაპარატის მეშვეობით.
აი მხოლოდ ამ უკანასკნელს შეეხო ფროიდის სწავლება ფსიქოანალიზის შესახებ და მისი ლიბიდო–თეორია.

....................
მოდგმის, გენის გადარჩენის ინსტიქტიო–გამრავლების ინსტიქტი და ლიბიდოს პირველუმთავრესი, განმსაზღვრელი მნიშვნელობა, როგორც ადამიანის ცხოვრების საზრისი– ეს არის ფროიდის მოძღვრების კვინტესენცია.
მაგრამ ამაზე ფართოდ და ამაზე შორს ფროიდი არ მიდის თავისი ანალიზის მეთოდით. ვერ მიდის და ვერც მივა.
ამიტომ ის ცალმხრივია და მოკლედისტანციური. ეს ვიწრო ხედვაა რა თქმა უნდა.
დაახლოებით ასეთივე სურათს –ოღონდ მეორე პოლუსზე, ვაწყდებით როდესაც რელიგია (მართლმადიდებლური) ადამის ე.წ. "ცოდვად დაცემას" განიხილავს უაღრესად ვიწროდ, როგორც მის დასჯას!

არადა, სწორედ ადამიანის მოდგმის გადასარჩენად და მისი მომავალი განვითარებისთვის გაკეთდა ის, რასაც 'სადამსჯელო ღონისძიებად", "ადამის ურჩობად" და ა.შ. წარმოგვიდგენენ გარკვეული მსახურნი ეკლესიისა.
რამეთუ –
ადამიანისათვის სიმართლის მიწოდება დღეს უკვე დეფიციტურია.
მმართველი ძალები განკარგავენ იმას, თუ რისი ცოდნაა თავენთვის დასაშვები და რისი არა.
ასე ხდება უმაღლეს სასწავლებლებშიც.
ყველგან.
დღეს ყველაზე მეტად უნდა ესწრაფვოდეს ადამიანი ცნობიერ შემეცნებას ნებისმიერი თუნდაც მისი აზრითსულ უმნიშვნელო დეტალისა.
რადგან ამის დროც გარდავა.
და ადამიანს ტყუილად ჰგონია და გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ერთჯერადია

თავის მომავალ გენეტიკას ის ამ ფანატიკური წარმოდგენით ფრიად აზარალებს.
თუმცა ალბათ სწორედ ეს ჭირდება მას საკუთარი ინდივიდუალური განვითარების გარკვეული ეტაპისათვის.
This post has been edited by luka123 on 1 Jul 2013, 18:33
Каждый имеет право налево.
Кто не со Мною, Я не против.
Храни тебя Господь в сухом прохладном месте.