gamura8677გრიფელის საღებავით 3 ფენად (გაშრობა უნდა აცადო) იღებება შესაბამისი ზედაპირი (ხე, ფანერა, შეიძლება ქაღალდიც კი) და ცარცის დაფაა. აქ თუ იყიდება, არ ვიცი, ინტრერნეტ-მაღაზიებში არის ჩვეულებრივი საღებავის კონსისტენციისაც და პულველიზატორიანიც. დისნეიმ გამოუშვა გრიფელის საღებავების ფართო არჩევანი ულამაზეს ფერებში - ვოლმარტზე გაიყიდებაო, ასე ეწერა. chalkboard paint - ამ სახელით მოძებნე, თუ ლოდინის დრო გაქვს. სამაგიეროდ, დაფად აქცევ ფაქტიურად ნებისმიერ ზედაპირს (ოთახის კედელს, მაგალითად).
ასევე იყიდება რულონები წებვადი მეორე მხარით - ესეც ნორმალურია, მაგრამ ოდნავ-ოდნავ კვალი რჩება. ასეთი დაფა-რულონები და დაფა-სტიკერები მარკერის კონსისტენციის ცარცებისთვისაა განკუთვნილი. ესეც უნდა გამოიწერო. უპირატესობა საღებავთან მუშაობისთვის თავის არიდებაა.
თუ გამოწერის და ლოდინის დრო არ გაქვს და ჩვეულებრივი ზომის დაფა გაკმაყოფილებს, საბავშვო სათამაშოების მაღაზიებში დაძებნე - ადრე გუდვილში მინახავს, ბოლოს აღარ მახსოვს, იყო თუ არა. ჰობი მასტერში და პეპელაში ნახე პირველ რიგში - ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხარისხიანი სათამაშოები ამ ორ მაღაზიაში აქვთ, თუმცა ფასიც მაღალია. ჭიტაში, ბანანა ბუმში და ბანაშიც შეიძლება შეჭყეტვა.
თუ კიდევ გექნება კითხვა, დამთაგე