"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეცნიერება, ანალიტიკური აზროვნება განვითარდეს".
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინიციატივით გამოდის, რომ ბუნებაში ადამიანები შეიკრიბებიან და ფილოსოფიურ საკითხებზე იმსჯელებენ.
„პირველ საუკუნეებში ხალხი ფილოსოფიაზე, ღვთისმეტყველებაზე მსჯელობდა. ახლა ფილოსოფიაზე კი არა, ლუკმა-პურზე მსჯელობენ. უნდა ვიცოდეთ, რომ მეცნიერების გარეშე ჩვენი ხალხი ვერ იარსებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეცნიერება, ანალიტიკური აზროვნება განვითარდეს. ქართველ ადამიანს ოდითგანვე ახასიათებდა ეს. ადრე არსებობდნენ პერიპატები - მოსიარულე ფილოსოფოსები, ბაღში ჰყავდათ მოწაფეები. ჩვენთანაც შეიძლება ასეთი ფორმა იყოს საუბრების, სადმე ბუნებაში, ისევე, როგორც ჩვენი ფიზიკური სხეულისთვის საჭიროა ვარჯიში, ასევე, გონებისთვის საჭიროა ვარჯიში“, - ბრძანა უწმინდესმა.
http://newposts.ge/?l=G&id=40727მშვენიერი ინიციატივაა, თუმცა ეჭვი მაქვს, არავინ შეასრულებს