საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი დაიკარგა
14:45 - 10.სექტემბერი.2013
საქართველოს მთებში ორი რუსი ტურისტი – ვიკა ბუშაევა და ანდრეი სიდოროვი დაიკარგნენ.
Donnews–ის ცნობით, როსტოველი ტურისტები უშბას მწვერვალის დასაპყრობად 31 აგვისტოს გაემართნენ და 6 სექტემბერს უკან დაბრუნებას გეგმავდნენ.
როსტოვის ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 5 დღის წინ ანდრეი სიდოროვმა სოციალურ ქსელში ცნობა დატოვა იმის შესახებ, რომ 8 სექტემბერს სამშობლოში ბრუნდებოდა, თუმცა უკვე მეოთხე დღეა, რუსი ტურისტები აღარ გამოჩენილან.
როსტოვის სამძებრო-სამაშველო კომპანია "ლიზა ალერტის" ინფორმაციით, როსტოველი ტურისტების სამაშველო ოპერაციაში ქართული მხარეც არის ჩართული.
ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ვიკა ბუშაევასა და ანდრეი სიდოროვზე, შეუძლია, დარეკოს შემდეგ უფასო ნომერზე: 8 800 700 54 52.
http://topnews.mediamall.ge/?id=58313
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...