აფხაზეთში რუსმა ოკუპანტებმა ქართველები დაიჭირეს და სასტიკად სცემეს
15:06 2013-10-29
ნაცემი ქართველები მხოლოდ 2000-2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
"დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნონა უბილავა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის დროს ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე დაიჭირეს და მხოლოდ 2000-2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
"უმოწყალოდ სცემეს ეთნიკურად ქართველები, კონდახებს უმოწყალოდ ურტყამდნენ ამაზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს, ქართველები ბოლო დროს აფხაზეთში ძალიან შევიწროვებული ჰყავთ", - აცხადებს უბილავა.
ნონა უბილავამ წუბურხინჯის ხუთმხრივი შეხვედრების ტრადიციის აღდგენაც მოითხოვა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=22342ბრავოო , რუსებს ისინი ჩვენი მეგობრები არიან.