ამასაც თავისი მყარი მიზეზები აქვს.
3 აპრილი წერია უმაღლესი ქულის დროს. მაგ დროს მოიგეს კოპა ამერიკა. უძლიერესი კოპა.
ძალიან ძლიერი ბრაზილიას მოუგეს უშანსოდ 3:0.
იქამდე ურუგვია. მაშინდელი ურუგვაი იყო მუნდიალის ნახევარფინალისტი.
ბოლო ორ მუნდიალზე ოქრო და 1/2 ფინალი.
ყველაზე დიდი ბრძოლა უნგრელებს მაგათ გაუმართეს. დამატებით დროში გადაიყვანეს თამაში
მესამე ადგილი უბრალოდ დაიკიდეს აღარ ითამაშეს, მოერე სასტავით გამოვიდნენ.
ბოლოს და ბოლოს წინა კოპას გამარჯვებული იყო.
ბოლო 30 თამაშს ხო ითვლის ეს რეიტინგი.
ანუ 3 წლიანი ციკლია უხეშად.
+ 55 წელსაც მოიგეს.
მერე ურუგვაიმ 56-ში.
და ბოლოს ისევ არგენტინა ამარცხებს 4:0.
კოპა, კოპად და სასტავი და პროცესები მიდიოდა არგენტინაში ძალიან საინტერესო.
ალბათ ქონდათ იმ დროს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი და უამრავი ვარსკვლავი რომელიც მოედო მერე ევროპას.
მოკლედ ძაან გუნდი ყავდა არგენტინას 55-57 წლებში და 57-ში დაიშალა ეს გუნდი.
ვეღარ გაქაჩეს მუნდიალმდე იმიტომ რომ 3-4 მაგი ხელფასები შესთავაზეს ევროპაში და გადმოვიდნენ ესენიც.
მაშინ გუნდში რომ მიდიოდი მოქალაქეობასაც იღებდი ავტომატურად და არ იყო შეზღუდვა.
ასე მაგალითად სივორი მერე თამაშობდა იტალიის ნაკრებში.
1961 წელს გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი.
დი სტეფანო, კოპა, დიდი, ალტაფანი, ეუსებიო ბრწყინავენ და ეს ხდება საუკეთესო.
არ უნდა წარმოდგენა რა დონის იგროკი იყო.
ეს ყველაზე გაპიარებულია ევროპაში.
იყვნენ სხვებიც მაგალიტან ანჯელილო (ევროპაში ითამაშა მილანი, რომა, ინტერი, ლაციო).
50-იანების იბრა

უმბერტო მასჩიო
ეს ვერ გადავიდა კაი გუნდში (ბოლონია) და ჩაიკარგა მაგრამ მკვლელი თავდასხმელი იყო ესაც.
სივორი, ანჯელილო და მასჩიო ქმნიდნენ ტრიოს რომლის მსგავსი ვეღარასდროს შედგა არგენტინულ ფეხბურთში.
რასაც ეგენი ნიშნავდნენ მაშინდელ ფეხბურთში მესის ვერა მაგრამ იგუან-ტევეს-აგეროს ჩაისვავდნენ ჯიბეში.
მაგათი ბრალი არ არის რომ მუნდიალის თამაში არ მოუწიათ.
არც სანტანას ბრაზილიამ მოიგო რამე და კი იყო დიდი გუნდი.
ხოდა ესაც დიდი გუნდი იყო და დაიმკვიდრეს ადგილი ფეხბურთის ისტორიაში.