რიჩარდ ნორლანდი -Mount Whitney-ს საქართველოში კვლავ შემოსვლა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა
22:11 12-11-2013
რიჩარდ ნორლანდი -Mount Whitney-ს საქართველოში კვლავ შემოსვლა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა Mount Whitney-ს საქართველოში კვლავ შემოსვლა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღიარებაა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.
ბათუმის ნავსადგურში მყოფ ამერიკულ ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ აღნიშნულმა გემმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი შემოიტანა. მისი თქმით, გემის კიდევ ერთხელ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული პარტნიორები რეგიონში უსაფრთხოებისთვის იღწვიან.
"ეს გემი საქართველოში იყო 2008 წლის ომის შემდეგ, მაშინ, როცა ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა საქართველოში. ხომალდი Mount Whitney საქართველოს კვლავ სტუმრობს და ეს არის აღიარება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც იღწვიან, რათა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული უსაფრთხოება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ელჩის განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. "მიღებაზე იყვნენ მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გადის პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდს", - აღნიშნა ნორლანდმა.
ამერიკულ ხომლად Mount Whitney-ზე ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა მიღება გამართეს. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...aghiarebaa.htmlდავით უსუფაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდი მეორედ შემოვიდა
21:30 12-11-2013
დავით უსუფაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკული ხომალდი მეორედ შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მოკლე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი მეორედ სტუმრობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე გამართული მიღების შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის ვიზიტს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. "ზუსტად ის სამხედრო გემია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა საქართველოში და ამით გადაარჩინა საქართველო, ყველას გვახსოვს ის დღეები და ის მნიშვნელობა, რაც ჰქონდა ამერიკის სამხედრო გემის შემოსვლას ფოთში. ამისთვის მადლობა გადავუხადე გემის კაპიტანს, მეზღვაურებს, ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს, ვინც ამ გემზე მსახურობდნენ, იმ დამსაურებისთვის რაც მათ აქვთ საქართველოს წინაშე", - განცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის გზაზე ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მისივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
"ასევე ვისაუბრეთ სამხედრო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. ჩვენი მხრიდან ამერიკელ კოლეგებს ვპირდებით, რომ ვიქნებით მათი საიმედო პარტნიორები და მხარდამჭერები იქ და მაშინ, როცა ჩვენ ეს შეგვეძლება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ამერიკულ ხომალდზე დღეს საღამოს მიღება გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და გემის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა. მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-shemovida.html» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გავაღვიძოთ ჩაძინებულები?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
-----
forumeli64