მერანის ანალიზი
მიუხედავად იმისა რომ ამგვარი პოსტები ჩემი ბლოგის ფორმატში არ შედის, მაგრამ ჯანდაბა ფორმატს, ვიცი ბევრს გამოგადგებათ

)
ლექსში არ იგრძნობა ბედთან დამორჩილება, ბედის წინაშე თავის მონურად ქედის მოხრა. ბედისადმი დაუმორჩილებლობა გასდევს ბარათაშვილის ყველა ლექსს, მისი შემოქმედებისთვის უცხოა ცხოვრებისგან განდგომა…ბარათაშვილმა მწარე ხვედრდთან შეურიგებლობის იდეა და ბედის საზღვრის გადალახვის გზით მოძმეთა დახმარებისადმი მისწრაფება შეუდარებელი პოეტური სიძლიერით გადმოგვცა ლექში “მერანი”.
ლექსში მოცემულია განცდათა მრავლფეროვნება და სიღრმე, ნაჩვენებია პოეტის დამოკიდებულება საზოგადოებასთან, ცხოვრებასთან, “მერანში” თავს ირის და გაცილებიტ მეტი სიძლიერით ვლინდება ის განწობილებები, რომლებიც ბარათაშვილის სხვა ლექსებშიც არის მოცემული. მოცემულია მაღალი იდეალების მატარებელი ადამიანის კონფლიქტი სინამდვილესთან.
პოეტი გაურბის საზოგადოებას რომლის წიაღშიც თავს სულით ობლად გრძნობდა: “რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა, ნუღა ვიხიავ ჩემთა მშობლეთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილ მოუბარსა”
ამბობს პოეტი და ამით გამოხატავს ღრმა სიძულვილს თავის თანამედროვე საზოგადოებრივი ურთიერთობისადმი.
მერანში ბარათაშვილი ემიჯნება სევდა-მწუხარებას და მებრძოლი განწყობილებით მიმართავს თავის მერანს:
“გასწი გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამზღვარი!
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი”.
ამ სიტყვებში ჩანს საკუთარი ძალების რწმენა, ბრძოლა უკუღმართ ცხოვრებასთან, მისწრაფება გადალახოს ბედის საზღვარი, ადვილი არ არის, მსხვერპლს მოითხოვს მაგრaმ პოეტი მზადაა, ყველაფერი აიტანოს მიზნის მისაღწევად, მან არ იცის დაბრკოლებათა წინაშე შიში და ძრწოლა:
“დაე, მოვკვდე(აქედან) შავად მღელვარი(აქამდე…მეზარება ბევრის წერა…)”
ეს არის ხმა შეურიგებელი მებრძოლისა. აქ ჩანს შეუპოვრობა და თავგამეტება. პოeტი სამკვდრო სასიcოცხლო ბრძოლას უცხადებს მკაცრ ბედს სურს გაარღვიოს მისი საზღვარი, დადგეს თავის მოწოდების გზაზე, ან დაიღუპოს ბრძოლაში და დარჩეს ნათესავთაგან დაუტირებელი.
ბaრათაშვილს კარგად აქვს წარმოდგენილი დაბრკოლებები, რომლებიც მას ბრძოლის გზაზე გადაეღობება. მაგრამ მისი შეურიგებლობა შავ ბედთან ძალიან დიდია და რაინდული თავგანწირვით უწოდებს თავის ემრანს “გაჰკვეთE ქარი, გააპე წყალი (აქედaნ) თავგანწირულსა შენსა მხხედარსა!(აქამდე)”
მერანი სიმბოლოა ადამიანის დაუცხრომელი ძიებისა, ეს არის მხატვრული სახე კეთილშობილური მისწრაფებისა საზოგადოების სამსახuრისადმi. გმირული ბრძოლა ბედთან არ ემსახურება პირად მიზნებს. მაღალი ჰუმანიზმი პირადულის მსხვერპლად შეწირვა ამ ლექსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პოეტი ოცნებობს თავისი მერნით გათელოს უვალი გზა, რათა მისმა მოძმემ შემდეგ ადვილად შესძლოს ამ გზით სიარული.
ბარათაშვილს სურს გაარღვიოს საზღვარი ბედისა და ნიავს მისცეს თავისი “შავად მღელვარი ფიქრი”, რომ დაუსრულებელი სივრცე ცისა დa ქვეყნისა მოიაროს…
This post has been edited by DELUX-TP on 11 Dec 2013, 13:25