"შარვალი ჩახადეს, მაგრამ მალხაზმა შეძლო მათ დასხლტომოდა და ბეტონის იატაკს ურტყა თავი"
"დღემდე ყურებში მიდგას იმ ბავშვის არაადამიანური ხმა, როგორ ბღაოდა"
"მეგის ქარდავას ბრძანებით, განახორციელეს მალხაზის გაუპატიურების იმიტაცია"
"შეახედეს კამერაში, სადაც ორი ნიღბიანი არასრულწლოვან პატიმარს აუპატიურებდა" მეგის ქარდავასა და გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ბრალი დაუმძიმდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ მალხაზ არქანიას, 2011 წლის მაისში მეგის ქარდავას, აღიარებითი ჩვენების მისაღებად, გაუპატიურებით ემუქრებოდა... უარის მიღების შემდეგ კი იგი, მეგის ქარდავას მითითებით, მერვე დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა სხვა პირებთან ერთად "კარანტინში" ჩაიყვანა და არასრულწლოვანი მამაკაცის გაუპატიურებისთვის აყურებინა... მალხაზ არქანიას ადვოკატი, ლექსო არქანია გვიამბობს, თუ რა მდგომარეობაში ნახა მან პირველად პატიმარი და რას უყვებოდა ის თავის ადვოკატს...
ლექსო არქანია, ადვოკატი:- მალხაზი გლდანის მერვე დაწესებულებაში გადმოყვანიდან რამდენიმე დღეში ვნახე. წამების აშკარა ნიშნები უკვე ეტყობოდა. თვითმკვლელობის მცდელობები ჰქონდა. მასთან ყოველდღე შედიოდა მეგის ქარდავა, ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს გამომძიებელ ლაშა ყოლბაიასთან ერთად და ყოველდღე სცემდა მას. მისი წამებაში მონაწილეობდნენ ყაჭეიშვილი, ფაცაცია და მუხაძე, რათა მისგან აღიარებითი ჩვენება მიეღოთ.
- თქვენ გეუბნებოდათ წამების შესახებ?
- არა, მე თავად შევამჩნიე, რომ ნაწამები იყო და ორივე მაჯაზე, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. სხვა რომ არაფერი, ემოციურ ლაპარაკზე შევატყვე, რომ ცუდად იყო საქმე და ისე არ იყო ყველაფერი, რასაც მეუბნებოდა... ჩემი განცხადების საფუძველზე რეაგირება ხდებოდა, მაგრამ შემდეგ სახალხო აპარატის თანამშრომლებს მალხაზი ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ციხის თანამშრომლები კარგად ექცეოდნენ. ტუღუში მეუბნებოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, პატიმრები არაფერს ლაპარაკობენ და ოფიციალურ დოკუმენტებს ვერ ვდებო...
25 ივნისს მასთან შს პრესსამსახური უნდა შესულიყო და მალხაზს კამერების წინაშე უნდა ეღიარებინა ის ჩვენება, რასაც ამდენი ხანი მოითხოვდნენ მისგან... უშუალოდ, მეგის ქარდავას ბრძანებით, ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ოლეგ ფაცაციამ, პატიმრების, ტერაშვილისა და სისაურის უშუალო მონაწილეობით, განახორციელეს მალხაზის გაუპატიურების იმიტაცია, ანუ შარვალი ჩახადეს მას, მაგრამ მალხაზმა როგორღაც შეძლო მათ ხელიდან დასხტლომოდა და ბეტონის იატაკს ურტყა თავი. შემდეგ გაითიშა და შეეშინდათ, არ შემოკვდომოდათ, რადგან მის გარშემო უკვე ისედაც ხმაური იყო ატეხილი... მანამდე შეახედეს კამერაში, სადაც ორი ნიღბიანი არასრულწლოვან პატიმარს აუპატიურებდა. მალხაზი ამბობდა, დღემდე ყურებში მიდგას იმ ბავშვის არაადამიანური ხმა, როგორ ბღაოდა და შველას ითხოვდაო...
ანუ ფსიქოლოგიურად ამზადებდნენ, მორჩილად ყოფილიყო და ის გაეკეთებინა, რასაც ეუბნებოდნენ. ამის შემდეგ მან დაწერა ე.წ. აღიარებითი ჩვენება, ანუ ის, რაც ტელევიზიით ჰქონდა მოსმენილი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობის აღიარებასაც თხოვდნენ. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს, ქარდავას ეს ნაწერი არ მოეწონა და მალხაზ არქანია იქ ააყვანინეს და ქაღალდი, რომელზეც ჩვენება იყო დაწერილი, შეაჭამეს...
- სულ რამდენი მოიხადა მალხაზ არქანიამ?
- მერვე დაწესებულებაში ის 1 წელი და 2 თვე ამყოფეს. ჩემზე აცილება დააწერინეს და მისი ნახვა, რვა თვის შემდეგ, მაშინღა შევძელი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. ვერ ვიცანი. პატიმარი 65 კილო იყო დარჩენილი... მითხრა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში სიბნელე არ უნახავს, მის საკანში მუდმივად ენთო ნათურა და ყოველდღე სცემდნენ. ერთ დღეს თუ ჩააგდებდნენ, ბედნიერი ვიყავიო. თავად მომიყვა, მეგის ქარდავა შუბლზე იარაღს მადებდა და ჩახმახზე თითის გამოკვრით, გასროლის იმიტირებას აკეთებდაო...
- ოჯახი ჰყავს მალხაზ არქანიას?
- დიახ, ის ჩემი ბიძაშვილია... მაშინ, როდესაც ის მერვე საპყრობილეში ჰყავდათ, სწორედ იმ წელს შევიდა სკოლაში მისი გოგონა და მეგის ქარდავა მას იმ ბავშვის გაუპატიურებით ემუქრებოდა... მალხაზთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა ლაშა ყოლბაიას, რომელიც ნათესავად ეკუთვნის. როდესაც მოწმეები იარაღის გასროლის იმიტაციას იხსენებენ და მოწმეებს იხსენებენ, ლაშა ყოლბაიას ახსენებენ, რადგან ისიც ესწრებოდა ამ ამბავს.
- ამჟამად სად იმყოფება მალხაზ არქანია?
- ის თავის ოჯახში ცხოვრობს დ პურის საშოვნელად აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელშია წასული, სადაც ფიზიკურად მუშაობს. დაკავებამდე ენგურჰესში მთავარ ელექტრიკოსად მუშაობდა.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
http://www.kvirispalitra.ge/justice/20042-...-imitaciaq.html
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"