#39314864 · 5 Jan 2014, 01:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, დაახლოებით იგივე სახის პრობლემა შემხვდა ამ ფორუმზე მაგრამ, მაინც გადავწყვიტე ახალი თემა გამეხსნა და ძალიან გამიხარდება თუ დამეხმარებით. მოკლედ, დავწერე სიმღერა (კომპოზიცია, მელოდია, ლირიკები) დროთა განმავლობაში ჩემმა ბენდმა შეიტანა პატარა ცვლილებები (კომპოზიციას პირველადი სახე არ დაუკარგავს) ბენდს აქვს ჩემგან მინიჭებული უფლება ამ სიმღერის კომერციული მიზნებით გამოყენების ანუ სიმღერა უკვე ბაზარზეა თუმცა, ხალხმა იცის რომ, ის მე მეკუთვნის. ამ შემთხვევაში მაინც მჭირდება თუ არა საავტორო უფლებების დარეგისტრირება და სხვა პროცედურების გავლა? თუ საკმარისია რაღაც რაოდენობის მოწმის დასტური რომ, კომპოზიცია ჩემი შექმნილია და მე მეკუთვნის? ასეთი პრობლემა შეიქმნა, დაახლოებით 3 დღის წინანდელი გადაცემა მანახეს მეგობრებმა ერთ-ერთ წამყვან ქართულ ტელეარხზე, რომელშიც ზემოთხსენებული სიმღერაა გამოყენებული, არ ვითხოვ არც ფულად ანაზღაურებას და არც რაიმე სახის მატერიალურ კომპენსაციას. მინდა უბრალოდ საჯაროდ გამოაცხადონ ან დაწერონ რომ, სიმღერა მე მეკუთვნის. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? დიდი მადლობა წინასწარ.
|