არ ვიცი გსმენიათ თუ არა ამ თამაშის შესახებ, მაგრამ ვგონებ დროა.

ახლახანს აღმოვაჩინე ეს მშვენიერი რამე, ზომბი-სურვაივალ-პოსტაპოკალიპტიკ კრაფტინგ და ათასი სხვა კატეგორიის თამაში. თამაში ჯერ ალფა სტადიაშია, მაგრამ სტიმზე უკვე შესაძლებელია მისი შეძენა (ტორენტებზეც არის, პირატებისთვის

)
http://7daystodie.com/მოკლედ, ეს არის თამაში, რომელიც ძალიან მოეწონებათ მაინკრაფტის, დეიზის, ფოლაუტის და Rust-ის მოყვარულებს. მოქმედება ხდება პოსტაპოკალიფსურ არიზონაში, სადაც მთელი მისია არის, რომ დღისით აიშენო თავშესაფარი და ღამით გადაურჩე ზომბების შემოსევას. კრაფტის სისტემა - ფანტასტიური, ყველა ობიექტი და ყველა კუბიკი - დამტვრევადი, მოკლედ მშენებლობა-ნგრევის პონტში მაინკრაფტის დონეზეა ეს ყველაფერი.
დანარჩენი ამ პატარა ვიდეოში, უფრო დანარჩენი კი უბრალოდ უნდა ნახოთ.