თავდაპირველად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქრისტიანები თავად იყვნენ სამიზნეები, მაგრამ ახლა მათი რელიგია ანგარიშგასაწევი ძალაა - ახლა ამ ქვეყანაში მუსლიმად ყოფნაა სახიფათო. შეტრუსულ და ნაკუწებად დაფლეთილ მუსლიმის სხეულს ქუჩაში მიათრევენ. ახლახანს ქრისტიანებმა მუსლიმი მოკლეს. მათ სათავეში ვანჯა მაგლუა ედგა, მეტსახელად "ცოფიანი ძაღლი". იმ საბედისწერო დღეს ის სიძულვილით იყო დაბრმავებული. ის ყვება, რომ შური იძია, რადგან მუსლიმებმა მთელი ქრისტიანული ოჯახი გაჟლიტეს - მათ შორის ფეხმძიმე ქალი და ჩვილი ბავშვი.
"მათ კარი შეამტვრიეს და ბავშვი შუაზე გააპეს. მე მათზე შურისძიების პირობა დავდე" - ამბობს მაგლუა. და მართლაც, მან კალიბალიზმის აქტით იძია შური. თავიდან მსხვერპლი - შემთხვევითი მუსლიმი დანით დაჩეხა, მერე ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბოლოს კი ფეხი ძვლებამდე მოაჭამა.
"აი, ამიტომ მეძახიან "ცოფიან ძაღლს" - ამბობს მაგლუა.
პ.ს. მას შემდეგ რაც 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ხმა დაირხა, რომ ისლამისტი მეამბოხეები ქრისტიანულ საძმოებს ატერორებდნენ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კვლავ გამწვავდა რელიგიათაშორისი კონფლიქტი. მაშინ კონფლიქტის მოგვარება ფრანგული მხარის შუამდგომლობით მოხერხდა.
თუმცა როგორ ჩანს, ბოლომდე არა, რადგან საპასუხო ძალადობის ტალღა ახლა უკვე ქრისტიანების მხრიდან წამოვიდა.
http://www.kvirispalitra.ge/msoflio/20248-...imis-fekhi.htmlhttp://www.huffingtonpost.ca/2014/01/13/ma..._n_4589294.htmlhttp://www.cbc.ca/news/world/cannibalism-r...lence-1.2494406http://www.mirror.co.uk/news/world-news/ou...te-mans-3016911ე.ი. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასეთი განაწილებაა: 51% პროტესტანტი, 29% კათოლიკე, 10% მუსლიმი, დანარჩენი 10% უმეტესად ტრადიციული რწმენის ან წვრილ-წვრილი რელიგია-სექტების მიმდევარია. პერიოდულად მისიონერებად ჩადიან ლუთერანები, ბაპტისტები და იეჰოვას მოწმეები.
სამწუხაროდ სტატიებში არაა დაკონკრეტებული, მაგლუა რომელი ქრისტიანული მიმდინარეობის წევრია, თუმცა აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ქრისტიანები გმირად თვლიან, ასევე ჰგონიათ, რომ ადამიანის ხორცის ჭამა უხილავს ხდის.