ფორუმ.ჯი-ზე რომ დავრეგისტრირდი პირველად,სხვა ნიკი მქონდა და იმ ნიკის პოსტებს ვათვალიერებდი ამას წინად,ზუსტად 10 წელი გავიდა და რამდენი რამე შეიცვალა თურმე ჩემს ცხოვრებაში.ავირჩიე პროფესია,რომელზეც მაშინ არც მიფიქრია,ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ როგორიც მაშინ უბრალოდ მომავალ ფიქრებში იყო,ეხლა სულ სხვანაირად ვფიქრობ,სხვანაირად ვაზროვნებ..ყველაფერი შეიცვალა,აბსოლუტურად ყველაფერი

მოკლედ,რა იქნება 10 წლის მერე,როცა ვნახავთ აქ ჩვენს ახლანდელ პოსტებს,ახლანდელ გეგმებს,მიზნებს,სურვილებს,ოცნებებს,
ისევ ვიქნებით თუ არა იმ ადამიანებთან ერთად,ვისთანაც ახლა გვაქვს ურთიერთობა?
მოკლედ დავწეროთ როგორ ვხედავთ მომავალს 10 წლის შემდეგ...
და 10 წლის მერე როცა ვნახავთ ამ პოსტებს,ვნახოთ რამდენად ახდა/არ ახდა ჩვენი სურვილები

(მგონი ფსიქოლოგიაში უნდა გამეხსნა :| )