სტატია ამას ,,ღაღადებს'' :
გიგა ბოკერია - თბილისში ახალი ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის კვალს მიყვება
12:11 27-02-2014
გიგა ბოკერია - თბილისში ახალი ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის კვალს მიყვება "თბილისში ახალი ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის კვალს მიყვება", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy გიგა ბოკერიას სტატიას.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, თვეზე მეტია, მსოფლიო მოწმეა უკრაინელი მომიტინგეების სიმამაცისა და თავგანწირვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
მისივე თქმით, კიევის ქუჩებში შექმნილი არეულობისა და მზარდი შეშფოთების გამო, რომ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ პოტენციური არასტაბილურობა რეგიონზეც გავრცელდება, აშშ და ევროპა ეძებენ გზებს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის წარმოსაჩენად.
"რა თქმა უნდა, არსებობს საჭიროება, რომ ძლიერი პასუხი გაეცეს ვლადიმერ პუტინის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტს. ვიდრე ყველა მზერა უკრაინისკენაა მიმართული, კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპირებას, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი რუსმა სამხედროებმა ოკუპაციის ხაზთან ახალი მავთულხლართები გააბეს და უფრო ღრმად გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი დროებით შეჩერდა სოჭის თამაშების დროს, ის მაშინვე განახლდა, როგორიც კი ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა", - წერს გიგა ბოკერია.
ამასთან, როგორც საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი აღნიშნავს, ამერიკა უკვე დიდი ხანია, საქართველოს მხარდამჭერია, რამდენადაც საქართველომ გააძლიერა თავისი უსაფრთხოება და ააშენა დემოკრატია. მისივე თქმით, იმედია, რომ ობამას ადმინისტრაცია ამ პარტნიორიობის მიღწევებს ნატო-ში საქართველოს მომავალი ინტეგრაციის კიდევ ერთხელ მხარდაჭერით სექტემბერში, დიდი ბრიტანეთის მომავალ სამიტზე და ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერის გაგრძელებით გამოხატავს.
"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველო იმავე ტრაექტორიაზეა, რომელზეც უკრაინა, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ძლიერმა სურვილმა ციხეში გამოემწყვდია თავისი პროდასავლელი ოპოზიცია, დააჩქარა ამჟამინდელი კრიზისი. 2012 და 2013 წლებში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების პირველად მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ, ქვეყნის ახალმა მთავრობამ სასამართლოები რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტის, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, დასაკავებლად გამოიყენა. სასამართლო ასევე გამოიყენეს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის თანამდებობიდან ჩამოშორებისთვის. "ჰუმან რაითს ვოჩის" თანხმად, "ნაციონალური მოძრაობის" 35 ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, 6 ათასი აქტივისტი კი დაიკითხა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მონაცემებით, პარტიის ორჯერ მეტი წევრი იქნა დაკითხული", - წერს გიგა ბოკერია.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვიდრე ღარიბაშვილი ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავდა, ადგილობრივი თვითმმართველობის სამ თანამდებობის პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ადვოკატი კი დააკავეს. ამასთან, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩის მსგავსად, საქართველოს ახალი მთავრობა თავის ქმედებებს იმ მოტივით იცავს, რომ საჭიროა კანონის უზენაესობის გაძლიერება.
"მაგრამ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე ახლო დაკვირვება ნათელს ხდის პოლიტიკური მოტივის, დაშინების, მოსამართლეებსა და მოწმეებზე ზეწოლის, გაყალბებული მტკიცებულებებისა და შერჩევითი სამართლის სიცხადეს", - აღნიშნავს გიგა ბოკერია.
ამასთან, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი წერს, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს არჩეულ გზას და ახლა, როცა ქვეყანამ ლიბერალური დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებით, მნიშვნელოვანია, რომ არ ჩააგდებს შემდეგ ტესტს იმის მცდელობით, როგორც ეს იანუკოვიჩმა გააკეთა, თავიდან მოიცილა ყოფილი მმართველი პარტია, როგორც ოპოზიცია სამართლებრივი დევნითა და დაშინებით.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ls-miyveba.htmlეს სტატია ქმნის სერიოზულ ეჭვს, რომ გიგა ბოკერია და ბიძინა ივანიშვილი ერთად გეგმავენ უკვე ზედმეტად ქცეულ და გამოყენებული ,,ნაც-ქოცების და ქოც-ნაცების '' მასშტაბურ ,,ჩარეცხვებს''.
ახერმო + მოქალაქე = ახალ ეროვნულ მოქალაქეებს!
მიმაგრებული სურათი