საქართველოში ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე ჩამოვიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბაშიძეს ჯერჯერობით აეროპორტი არ დაუტოვებია და იგი საბუთებთან დაკავშირებული საკითხების გამო ამ დრომდე აეროპორტშია.
მისი ახლობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აბაშიძემ კონტროლი გაიარა და აეროპორტიდან გამოვიდა, ტვირთს ელოდებოდა, როდესაც აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ჯერ პასპორტი, შემდეგ კი გაყოლა მოსთხოვა.
ახლობლებისთვის უცნობია, რა პრობლემა შეექმნა გიორგი აბაშიძეს, თუმცა მათი თქმით, დანამდვილებით იციან, რომ მას არანაირი ბრალდება წარდგენილი არ აქვს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, აბაშიძე დედის საფლავზე უნდა გასულიყო და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა.
"ინტერპრესნიუსი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს გიორგი აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლა. მათივე თქმით, გიორგი აბაშიძე ძებნილი არ არის და შესაბამისად მისი დაკავება არ განხორციელდება.
1976 წელს დაბადებულმა გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ის საქართველოში არ დაბრუნებულა.
გიორგი აბაშიძე 4 წლის განმავლობაში, 2000-2004 წლებში ბათუმის მერის თანამდებობაზე მუშაობდა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...i-dabrunda.htmlგიორგი აბაშიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა. მან პირველი კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად, მეგობრების თხოვნით მიიღო.
"მეგობრებმა ჩამომაკითხეს და მთხოვეს, ჩამოვსულიყავი საქართველოში და გადაწყვეტილებაც სპონტანურად მივიღე", - განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, მან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობს.
"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ასლან აბაშიძეს, გიორგი აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "ეს მას უნდა ჰკითხოთ".
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების მიზეზი არ უკავშირდება მის მოსალოდნელ პოლიტიკურ აქტივობას. "ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მოსკოვსა და ვენაში, ამჟამად მაქვს სამშენებლო ბიზნესი ორივე ქალაქში. ძალიან მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი, მით უმეტეს თბილისში აფხაზეთთან ომიანობის შემდეგ არ ვყოფილვარ - იმ პერიოდში სასწავლებლად ვიყავი წასული და ამის გამო. განსაკუთრებით მენატრება ბათუმი და აუცილებლად ჩავალ", - განაცხადა გიორგი აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, რამდენ ხანს დარჩება საქართველოში.
რაც შეეხება აეროპორტში შეყოვნებას, როგორც მან განაცხადა, ეს უკავშირდებოდა რუსულ პასპორტს და იმას, რომ ქართული პასპორტი ჩაბარებული არ ჰქონდა, თუმცა, აბაშიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა მალევა აღმოიფხვრა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...ad-mivighe.htmlგიორგი დაბრუნდა, აჭარა განთავისუფლდა?