მოკლედ ვუყურე ამ ფილმს და მინდა დავწერო ჩემი საკუთარი სუბიექტური და გრძელი აზრი.თუ მყარი ფსიქიკა არ გაქვთ ნუ წაიკითხავთ

სანამ ფილმის ყურებას დავიწყებდი უკვე ვიცოდი,რომ წინ მელოდა არც ისეთი კარგი სცენარი და ფენომენალური გადაღება.ვიცოდი რომ ფილმის სცენარს ბევრმა აგინა,მაგრამ რატომღაც მაინც დავიწყე ყურება.მოლოდინი არც ისე დიდი მქონდა.ველოდი ერთ ჩვეულებრივ დეტექტივს,რომელსაც ექნებოდა ჩახლართული არც ისე ძლიერი სიუჟეტი და ცოტა მისტიკისკენ იქნებოდა წაყვანილი.თვითონ სათაურმა თოვლის კაცმა დამაბნია.წარმოიდგინეთ სიუჟეტი სადაც დეტექტიი იძიებს უცნაურ მკვლელობებს და ბევრი ეჭვია იმისა,რომ ზებუნებრივი ძალები მოქმედებენ,მაგრამ ჭკვიანური სიუჟეტი გზა და გაზა გაცვლევინებს აზრს.კარგი იდეააა,მრავალჯერ გამოყენებული,თუმცა საინტერესო.სამწუხაროდ ამ ფილმში მსგავს რაღაცას ვერ შევხვდი,მიუხედავად დამაინტრიგებელი სახელწოდებისა,დიდი პოტენციალი წყალში ჩაიყარა.შედეგად გამოვიდა ე.წ. ფილმი,რომელმაც აღმოჩნდა ჩვეულებრივი ჭ კლასის დეტექტივი.აიღო ყველაფერი სხვა დეტექტივებისგნ,ყველაფერი ცუდი.
არ გაგიკვირდებათ,რომ სცენარში ძაან დიდი ხარვეზებია.დანარჩენზე ქვემოთ ვიტყვი,მაგრამ უნდა ვახსენო,რომ სცენარში არის იმდენი გამაღიზიანებელი და კარგა ხნის წინ გაცვეთილი კლიშეები,რამდენის ჩატევაც ფიზიკუარდაა შესაძლებელი.კლიშეებისგან შედგება ყველაფრი,სიუჟეტი,დიალოგები,თავად სცენარის ზოგადი სტრუქტურა და პერსონაჟებიც კი,მაგალითად "ლეგენდარული დეტექტივი",უყურადღებო მამა,რომელიც სულ სამსახურზე ფიქრობს,ბუნტის თავი ბავშვი,ყოფილი შეყვარებულის ახალი,უნაკლო ბოიფრენდი და ასე შემდეგ.სცენარში,პერსონაჟების მოქმედებებშI,საერთოდ ყველგან,სადაც საჭიროა,გვხვდება იმდენი სისულელე,რომ ფეისპალმს უბრალოდ ვერ გაექცევი.
ფასბინდერი ასრუებს ლეგენდარულ დეტექტივს,რომელიც იმდენა ლეგენდარულია,რომ მთელი ფილმის განმავლობაშI თითქმის არაფერი არ გაუკეთებია.ეს დეტექტვი იმდენად სუსტია,რომ ელემენტარული გამომძიებლის ლოგიკურ აზროვნებას,დანაშაულის ადგილზე გარემოებების მიხედვით ფაქტების დაკავშირებას,მცირე დეტალებიდან თეორიების აწყობას და სხვა ასეთ საინტერესო რამე რუმეებს განსაკუთრებით იშვიათად ნახავთ,იმდენად იშვიათად,რომ მთელი ფილმის განმავლობაში არც კი დაგამახსოვრდებად.თვითონ სიუჟეტზეც სათქმელი არაფერია."ვიღაც მკვლელი ქალებს ხოცავს გაურკვეველი მიზეზით და ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ".მორჩა,ეს არის მთელი სიუჟეტი არც მეტი არც ნაკლები.როგორ შეიძლება ასეთი უინტერესო ჩანაფიქრით 2017 წელს ხალხი დააინტერესო.ფილმში ტვისტიც კი ოდნავ გაკვირვებას არ იწვევს.ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უკვე 40 ე წუთზე მივხვდი ვინ იყო მკვლელი.თან ვარაუდით არა. 100% ით ვიყავი დარწმუნებული,იმდენად კლიშირებული იყო ეგ პერსონაჟი.
ფილმის განვითარებაც ვერაფრით დაგაინტერესებთ,მთელ ნაწილს შეადგენს,უაზრო,რამოდენიმე სიტყვიანი დიალოგები და მოვლენების ნელა განვითარება.ასევე გამოძიებას იმაზე ნაკლები დრო აქვს დათმობილი ვიდრე ეს მოსალოდნელია,უბრალოდ ვერ ვხვდები რა საჭირო იყო მთავარი გმირის პირად ცხოვრებაზე ორიენტირება,როცა მასში კლიშეების დათვლა ყოველ წამს შეგიძლიათ.მთელი ფილმი საერთოდ არაფერი არ ხდება,როგორც,უცებ იწყება საქმე ისევ უცებ მთავრდება.ზოგი პერსონაჟი უბრალოდ ქრონომეტრაჟის გაწელვისთვისააა კინოში შეთხრილი,რადგან ისინი საერთოდ არაფერს წარმოადგენენ და სიუჟეტში წვლილი არანაირად არ შეაქვთ.
სახსენებელია ტექნიკური მხარე.მონტაჟი ერთი სიტყვით,რომ ვთქვათ სამოყვარულოა.ადგილი აქვს სცენაში კადრთა უაზროდ ჭრას,მაგალითად ადამიანი ერთ წამს მანქანიდან გადმოდის,მეორე კადრში კი უკვე სახლშია შესული,ზოგან კადრი უდროო დროს წყდება და სულ სხვა ადგილზე გადადის მოქმედება.ამ ყველაფრის გამო,ფილმის პირველ ნახევარში შეუძლებელია იმის გარჩევა,რა ხდება ეკრანზე,ვინ რას აკეთებს გარკვეულ მდგომარეობაში,რა მოტივაცია აქვს ამა თუ იმ პერსონაჟს.ერთი სიტყვით-სრული გაუგერობა.ფლეშბეკებიც იქაა ჩართული სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდები.ფლეშბეკები რომელბიც სრულებითაც არაა საჭირო,დაახლოებით 30 წუთს(ან კიდევ მეტს)ფილმიდან თუ ამოჭრი არაფერი შეიცვლება.ამას დავამატოთ ისიც,რომ ზოგჯერ ცდებიან უცნობი პერსონაჟები და მერე ეგრევე იკარგებიან,ყოვეგვარი გაცნობის და სიუჟეტში მათი როლის გარკვევის გარეშე.უხეირო მონტაჟის გამო ფილმი ბვს ზე უფრო მეტად დაჩეხილად გამოიყურება(თუ ფიქრობთ რო ეს შეუძლებელია ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაიფიქრებთ).
მსახიობები ცალკე თემააა,მე პირადად მხოლოდ ფასბინდერი დამამახსოვრდა,ისიც მხოლოდ იმიტომ რო ფასბინდერია

არც ერთი მსახიობი არ თამაშობს,მათი სახეები არაფრის მეტყველი და უემოციოა,არავი გამოხატავს არც ინტერესს,არც ბრაზს,არც სიხარულს.იგრძნობა,რომ ყველა მათგანი თავის საქმეს მხოლოდ ვალდებულების გამო აკეთებდა.თავად დეკორაციების მსგავსმა პერსონაჟებმა არ მისცა მათ საშუალება რაიმე ეთამაშათ,შეუძLებელია ისეთი გმირის ნორმალურად თამაში,რომელსაც ელემენტარულად ხასიათიც კი არ აქვს შესაბამის დონეზე დაწერილი.
ექშენს და სისხლსაც რა თქმა უნდა არ უნდა ელოდოთ,მკვლელობების უმეტესი სცენა ან საშინლადაა დადგმული,ან საერთოდ არცაა ნაჩვენები.ფილმის ყურებისას და განსაკუთრებით მის ბოლოს,დაგრჩებათ კითხვები,რა საჭირო იყო ესა თუ ის პერსონაჟი ან დიალოგი.რატომ გრძელდება ფილმი ამდენ ხანს,რატომ გვაჩვენეს ზოგიერთი პერსონაჟი და ასე შემდეგ.
ერთი სიტყვით გამოვიდა წლის ერთ ერთი ყველაზე საზიზღარი ფილმი,სადაც სიუჟეტი უბრალოდ ვერ გაინტერესებს თავისი გაცვეთილი მახასიათებლების გამო.(და არა მარტო)სცენარში უამრავი უპატიებელი კლიშეებია,პერსონაჟები და მსახიობები ფილმის ყურების შემდეგვე გავიწყდება,არც ერთ მათგანზე ნერვილობა არ გამოგდის,დაკვირვებული მაყურებელი ამ კლიშეების გამო მკვლელს მისი კადრში მეორედ გამოჩენის თანავე გამოიცნობს,მოვლენების განვითარებაში არანაირი დინამიკა არ არის,ყოველი სცენა ინტერესის ნაცვლად ფილმის სწრაფად გამორთვის სურვილს იწვევს.ამ არაპროფესიონალური ტექნიკური მახასიათებლის გამო კი სურათი იმდენად მოსაწყენი,რომ ძალიან უნდა მოგინდეს,რომ უკვე მეათე წუთიან ეკრანთან არ ჩამოგეძინოს.ერთი სიტყვით,ამ მასში არაფერი ისეთი არ არის,რის გამოც თუნდაც საათ ნახევარს მაინც დახარჯავდით.
მე პირადად მარტო ერთ ერთი ბოლო სცენა სულ ოდნავ მომეწონა.დანარჩენი

2.5/10 იმედია აზრი გასაგებად ჩამოვაყალიბე

სიტყვა"ფილმი" ბევრჯერ ვახსენე,ბოდიშით
This post has been edited by oldfriend on 18 Dec 2017, 20:06