გადავქექე მთელი მშობელთა კლუბი და მსგავსი თემა ვერ ვიპოვე. ნუ ერთი არის მაგრამ მის ავტორს კვლევის ჩატარება სურდა ინფორმაციის მისაღებად ვერ გამოვიყენე.
მოკლედ ჩემი მთავარი თავის ტკივილი სკოლაა. ძალიან მინდა კერძო სკოლაში რამდენიმე მიზეზით:
1. გარეუბანში ვცხოვრობ და ახლოს მაინც ვერსად შევიყვან საჯაროში და ტრანსპორტი თუ ექნება კერძოს ძალიან დიდი პლიუსია.
2. მეორე ბავშვს ველოდები ერთ თვეში და სექტემბრიდან სამსახური გავდივარ ამიტომ დროის მხრივ მე მაგრად მეჭედება.
3. ბავშვი ნიჭიერია დიდად სპორტით არ არის დაინტერესებული და სანამ ეს ასე გრძელდება მინდა თავიდანვე კარგი სკოლა შევურჩიო რომ არც სურვილი გაუქრონ ბავშვს და რაც აქვს პოტენციალი სრულად თუ არა მეტწილად მაინც განავითაროს.
თქვენგან მჭირდება რა თქმა უნდა რჩევები რაც კი რამე გსმენიათ კერძო სკოლებზე ან ძალიან კარგ საჯაროებზე სადაც მოხვედრისთვის არაა საჭირო ვინმეს ბიძაშვილ-მამიდაშვილობა. 53, 1, 55, 51 სკოლები თავიდანვე გამორიცხულია

ისე ერთადერთი არჩევანი რაც გავაკეთე ნიუტონის სკოლაა თუმცა მანდ გადასახადი გაზარდეს წელს და ძალიან გაბრაზებული ვარ