ღორები თავისას არ იშლიან და თავის რორულ გეგმებზე საუბრობენ
ერითრიაში რუსეთის ელჩი - ერითრიელებს ვაიძულებ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ
11:55 04-04-2014
ერითრიაში რუსეთის ელჩი - ერითრიელებს ვაიძულებ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარონ აფრიკის ქვეყნებში რუსეთის ელჩები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერითრიელებს აიძულებენ, ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარონ. ამის შესახებ საუბარია აფრიკის ქვეყნებში რუსეთის ელჩების – სერგეი ბახარევისა და იგორ ჩუბაროვის სატელეფონო საუბარში, რომელიც Youtube-ზე გავრცელდა.
რუსი დიპლომატების სატელეფონო საუბარის ძირითადი ნაწილი გაერო-ში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვას ეხება.
როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ერითრეაში რუსეთის ელჩი იგორ ჩუბარევი აცხადებს, რომ ერითრიელებს "აიძულებს" არა მხოლოდ უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციას დაუჭირონ მხარი, არამედ აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
სატელეფონო საუბრის დროს ელჩები ასევე ხუმრობენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ დაწყნარდება, ვიდრე მთელ რიგ ქვეყნებს არ დაიპყრობს.
ამასთან, Youtube-ზე გავრცელებული ვიდეოს თაობაზე ამ დრომდე არც ერთ ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია. ვიდეო Youtube-ზე 30 მარტს, მაიკლ ბერკანმა ატვირთა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/27...a-aghiaron.html