2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი - 46 მილიონი ლარით. შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად დაფიქსირდა.
გაზეთ „ბიზნეს რეზონანსის“ მასალები
2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი - 46 მილიონი ლარით.
შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად დაფიქსირდა. 2013 წელს საგრძნობლად არის გაზრდილი საგარეო ვალიც.
ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის ბოლოს 1,345 მილიარდი ლარის შიდა ვალი აღნუსხა. 2014 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით კი ქვეყნის საშინაო ვალმა 1,491 მილიარდ ლარს მიაღწია. ანუ 2 თვეში შიდა ვალი 146 მილიონი ლარით გაიზარდა. წინათ, შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა, არათუ 2 თვის განმავლობაში, არამედ ერთწლიან პერიოდშიც არ ყოფილა.
უფრო კონკრეტულად: 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, შიდა ვალი, მთლიანობაში, 114 მილიონი ლარით გაიზარდა, 2012 წელს ფინანსთა სამინისტროში 1,231 მილიარდი ლარის შიდა ვალი გაიწერა. .2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, შიდა ვალი მხოლოდ 62 მილიონი ლარით გაიზარდა. 2011 წელს 1,169 მილიარდი ლარი შიდა ვალი დაფიქსირდა. იმ პერიოდში ვალი, 2010 წელთან შედარებით, 116 მილიონი ლარით გაიზარდა, ანუ იმ წელს შიდა ვალი 1,053 მილიარდი ლარი იყო.
რაც შეეხება საგარეო ვალს: 28 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის საგარეო ვალი 7,338 მილიარდ ლარზე მეტია. 2013 წლის ბოლოს საგარეო ვალი 7,296 მილიარდი ლარი იყო, ანუ 2 თვეში საგარეო ვალი 42,277 მილიონი ლარით გაიზარდა. 2013 წელს კი, 2012 წელთან შედარებით, საგარეო ვალმა 673,650 მილიონი ლარით მოიმატა. 2010 წლის შემდეგ საგარეო ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა პირველად აღინიშნა.
2012 წელს საგარეო ვალი 6,622 მილიარდი ლარი იყო. 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით (6,026 მლრდ), საგარეო ვალი 596,173 მილიონი ლარით გაიზარდა. 2011 წელს კი, 2010 წელთან შედარებით (5,821 მლრდ) კი, 204,987 მილიონი ლარით. ყველაზე დიდი ვალი ქვეყანამ 2009-10 წლებში აიღო მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის შემდეგ ბრიუსელის დონორთა საერთაშორისო კონფერენციამ კონფერენციამ საქართველოს 4,5 მლრდ დოლარის დახმარება გამოუყო (ნაწილი გრანტი, ნაწილი კრედიტი).
`არაერთხელ მითქვამს, რომ ახალი მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებული იყო ვალდებულებების დაგროვებაზე და არა ბიზნესის განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე. არ უნდა გვიკვირდეს, რომ მთავრობას ვალდებულებების გასასტუმრებლად სხვა წყაროები სჭირდება. ეს აისახა შიდა ვალის აღებაში, ინფლაციის სტიმულირებაში. ამისთვის, დიდი რაოდენობით ფულის მასა გამოვიდა მიმოქცევაში, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი დახარჯა.
ეს არის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. კიდევ რა უნდა მოხდეს - არის ინფლაცია, ფასების ზრდა, შიდა და საგარეო ვალის ზრდა, შეუსრულებელი ბიუჯეტი~, - ამბობს ექსპერტი პაატა შეშელიძე.
"ბიზნეს-რეზონანსი": თუმცა 2 თვის მონაცემებით ბიუჯეტი შესრულებულია და ეკონომიკა თითქმის 7%-მდე გაიზარდა...
პაატა შეშელიძე: ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ინფლაცია იყო და ეროვნული ბანკიდან უამრავი თანხა აიღეს, ბიუჯეტი ამით შეავსეს. ფულის მოჭრით ბიუჯეტის შევსებას რა უნდა? ეს ვალი გასასტუმრებელია გადასახადის გადამხდელების მიერ, რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება მათ.
კიდევ ერთი ექსპერტი ემზარ ჯგერენაია კი ვალის ზრდაში პრობლემას ვერ ხედავს. მისი განცხადებით, სახაზინო ვალდებულებებით ვაჭრობისას პრობლემა სხვა მიმართულებით იკვეთება - ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის გარეთ ნაწილდება.
http://commersant.ge/?page=news&id=7655ნაცები ვიშვიშებენ, ქოცებს ვითომ არ წაუკითხავთ