50 წლის წინ საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. ეს იყო საბჭოთა კავშირის ტრიუმფი, უდიდესი გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებზე მასთან კოსმოსის სფეროში დაპირისპირებაში, ხოლო იური გაგარინი მსოფლიოში ცნობილ პიროვნებად იქცა. მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები, რომლითაც 12 აპრილს აღინიშნება კოსმოსში პირველი ისტორიული გაფრენა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ გაგარინი 50 წლის შემდეგაც ხიბლავს მსოფლიოს.
„ წავედით“, - ეს იყო ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც 1961 წლის 12 აპრილს მხიარულად წარმოთქვა გასაფრენად გამზადებული კოსმოსური ხომალდის კაბინაში მჯდარმა იური გაგარინმა.
50 წლის წინ საბჭოთა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 1“ კოსმოსში ყაზახეთის უდაბნოში განლაგებული კოსმოდრომიდან გაფრინდა. და მიუხედავად მითქმა-მოთქმისა, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც ძალიან დიდ სანახაობას ამზადებდა, გაგარინის კოსმოსური გაფრენა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. საბჭოთა საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც საბჭოთა კოსმონავტი ორბიტაზე მშვიდობიანად გავიდა
„1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირში დედამიწის ორბიტის გარშემო გავიდა მოფლიოში პირველი კოსმოსური ხომალდი, თანამგზავრი „ვოსტოკი“, რომლის ბორტზე ადამიანი იმყოფება. კოსმოსურ ხომალდ „ვოსტოკის“ მფრინავი-კოსმონავტია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოქალაქე, მფრინავი იური ალექსის ძე გაგარინი.“
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/3555002.html
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
მეშინია იმ დღის,როდესაც ტექნიკა ადამიანურ ურთიერთობებს გადაწონის,მსოფლიოს ეყოლება იდიოტების თაობა! "ალბერტ აინშტაინი"
რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანებს,მით უფრო მეტად მიყვარდება ძაღლები. "ადოლფ ჰიტლერი"