აბა ხალხო, დახმარება მინდა. დამაყარეთ იდეები.
მაზერი შევცვალე.
მაქვს Windows 8. სისტემის დაყენება მაგრად მიტყდება, მთელი რევოლუციაა და ერთი დღე არც მყოფნის ყველაფრით რომ გავაწყო. თან რაღაც მუღამში ჩავვარდი.
პირველ ჩართვაზე უამრავი ერორები გამოყარა ლურჯ ეკრანზე. მარა ენთერს რო ვაძლევდი ბოლო ბოლო ჩაირთო. დრაივერები დადგა. ყველა ძველი დრაივერი წაშლილია, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია.
დევაის მენეჯერიდან რაც კი არ პლატასთან არ იყო დაკავშირებული ყველაფერი მოვსპე.
ახლა დარჩა მხოლოდ 2 ერორი.
ვდებ ორივე ერორის სურათს და ევენთ ვიუვერის ლოგს. ამ ორ ორორს ვერაფერი ვუშველე. დისკებტან მიმართვაში ხდება რაღაც. რატო უნდა ხდებოდეს და რა ხდება ვერ ვხვდები. System File Checker მაც ვერაფერი იპოვა და საერთოდ, ამ ერორს თუ არ ჩავთვლით კომპი მუშაობს უპრობლემოდ. არაფერზე ეტყობა რო რამე არასწორი ხდება. მარა რაღაც ხდება ფაქტია.
არის რამე იდეები?

