#40740797 · 28 Apr 2014, 11:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მაინტერესებს მათი აზრი ვინც ერკვევა და შეხება ქონია ამ საშინელ დაავადებასთან. მოკლედ აღვწერ როგორ დაიწყო ყველაფერი და სად ვართ ეხლა მისული. ამ წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო უჩვეული სიმპტომები, თავის საშინელი ტკივილი, სისუსტე, ძილისკენ მიდრეკილება, სიცხეები 37.5 გრადუსამდე. ექიმთან მიმართვის შემდეგ დადგინდა ფილტვების ანთება რაზედაც დაინიშნა შესაბამისი მკურნალობა. თებერვლის თვის ბოლოსკენ დაიწყო მეტყველების და აზროვნების დღითიდღე სწრაფი გაუარესება, 9 მარტს გადავიღეთ მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია და თავის ტვინის წინა ნაწილში აღმოჩნდა უცხო სხეული ზომებით 8,3x6,2x5,0 სმ. 14 მარტს გაკეტდა ოპერაცია და მოხდა დიდი ნაწილის ამოკვეთა. ამჟამად ვიწყებთ სხივურ და ქიმიო თერაპიის კომბინირებულ კურსს, თუმცა არავინ დამაიმედებელს არაფერს გვეუბნება.
ამ ყველაფრის გარდა რა შეიძლება გავაკეთოთ და თუ არის რაიმე გზა რომლის ცდაც ღირს?
|