http://en.wikipedia.org/wiki/Tot%C3%B2საყოველთაოდ ცნობილი ტოტო ჩარლი ჩაპლინის შედეგ, ალბათ, უკანასკნელი “სიცილის მეფეა” იტალიური და არა მხოლოდ იტალიური კინოს მოყვარულთათვის. იგი ცნობილია ფილმებიდან “ნეაპოლი-მილიონერთა ქალაქი”, “პოლიციელები და ქურდები”, “კანონი კანონია”. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ როლებისა, რომელიც ტოტომ განასახიერა. მის სახელთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული, რომლისგანაც კარგი წიგნი დაიწერებოდა.
როგორც ნამდვილი ნეაპოლელი, ტოტო ძალიან ფრთხილი იყო. მას იმდენად ეშინოდა რიცხვების “13″ და “18″, რომ თუ მატარებელში ამ ნომრის ადგილი შეხვდებოდა, უარს ამბობდა გამგზავრებაზე.
სამშაბათობით და პარასკევობით არ იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა ცხოველები, შავ კატებს ახლოს არ ეკარებოდა.
ტოტო ყოველთვის თვითონ იწმენდდა ფეხსაცმელს, “სხვისი ფეხსაცმლის გაწმენდა დამაცირებელია”-ამბობდა იგი. საოცარია, მაგრამ ამ წესს მხოლოდ ნეაპოლში მგზავრობისას არღვევდა, სადაც ხვდებოდა ხანშიშესულ ფეხსაცმლის მწმენდავს ,სარგებლობდა მისი მომსახურებით და უხდიდა 2 ათას ლირას.
ერთხელ მსახიობი გადაღებებში მონაწილეობის გამო ოთხი თვე ვერ ჩავიდა ნეაპოლში, დაბრუნებისას იგი ესტუმრა ფეხსაცმლის მწმენდავს და ისევ გადაუხადა 2 ათასი ლირა. მან კი განაწყენებულმა მიუგო: “თქვენო უდიდებულესობავ, მომიტევეთ, მაგრამ თქვენ უნდა მომცეთ კიდევ 2 ათასი ლირა, თქვენ ჩემი შემოსავლის მუდმივი წყარო ხართ და თუ გარკვეული დროის განმავლობაში შემიწყვიტავთ ანაზღაურებას, მომავალში აუცილებლივ უნდა ამინაზღაუროთ.” ტოტო მოულოდნელობისგან გაოგნდა, შემდეგ გაიცინა და მიუგო : “მართალი ხარ, მეგობარო.” ამ სიტყვებით მან გადაუხადა ფული და შეჰპირდა, რომ მომავალში ხელფასის შეფერხება აღარ იქნებოდა.
თავის მძღოლთან, კარლოსთან მას სულ სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდა.ძალიან ენდობოდა მის გემოვნებას.ახალ ლექსს ტოტო ჯერ მას უკითხვადა, რადგან ეს კაცი გულახდილი და პირდაპირი კრიტიკოსი იყო.ასევე უცნაური დამოკდიებულება გააჩნდა მას წმინდა ანტონიოსადმი. მას იმდენად სწამდა ზეციური მფარველის ყოვლისშემძლეობის, რომ თუ მისი თხოვნის შემდეგ რაღაც ისე არ გამოსდიოდა, როგორც საჭირო იყო, ჩურჩულებდა: “მაპატიე წმინდა ანტონიო, მაგრამ დღეს შენ ცუდად მოიქეცი” და კედლისკენ აბრუნებდა ხატის გამოსახულებას.
ყოველ წელს, აღდგომას, ტოტო შოკოლადებით დატვირთული მანქანით მიემგზავრებოდა ნეაპოლში, რათა უსახლკარო ბავშვებისთვის საჩუქარი მიეტანა. ალბათ, იმ დროს თავის უსიხარულო და ღარიბ ბავშვობაზე ფიქრობდა
ბევრმა ალბათ არ იცის,რომ ტოტო იტალიის მასონთა ლოჟის წვერი იყო.
ფილმოგრაფია
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=2002030ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ეპიზოდს გადავთარგმნი...
ტოტო და პეპინო მილანის მთავარი ტაძრის(დუომოს) წინ:
პეპინო-რა ლამაზია ეს შენობა,რა შეიძლება იყოს,მუნიციპალიტეტი?
ტოტო-რა მუნიციპალიტეტი,აბა რას ამბობ?ეს იქნება მილანის ლა სკალა.(ოპერის თეატრი)
პეპინო-აბა სად არის მერე კიბე?(ლა სკალა იტალიურად კიბეს ნიშნავს)
ტოტო-შიგნით იქნება ალბათ.
პეპინო-ლამაზია,თითქოს ნამდვილს გავს.
ტოტო-როგორ ნამდვილს,ნამდვილია.ეტრუსკული სტილი და დიდებული.
ტოტო-(პეპინოს) აბა შენ გჯერა?ეს ქვეყანა ამხელაა და მე ჩემი გზა ვერ მიპოვია.
პეპინო- აბა როგორ შეიძლება?
ტოტო-უნდა ვიპოვოთ ვინმე,რა ვიცი? ამ მარისა ფლორიანის მისამართის გასაგებად...
პეპინო-(მითითებით პოლიციელისკენ) აი იმ სამხედროს ვკითხოთ იქ.
ტოტო-აი იმას?შენ ხომ არ გაგიჟდი?ის ავსტრიელი გენერალი უნდა იყოს,ვერ ხედავ?
პეპინო-მერე რა...ჩვენ მოკავშირეები ვართ.
ტოტო-მოკავშირეები ვართ?
პეპინო-ეჰ..
ტოტო-ა,ხო სწორია:მოკავშირეები ვართ.
პეპინო-ხო,მოკავშირეები ვართ.
ტოტო-წავედით.(ხელს ჩაკიდებს და ინსპექტორთან მიდიან) Excuse me! მაპატიეთ(და პეპინოს ფეხით უჯიკებს)
პეპინო-ვაი!
ტოტო-(პეპინოს) გამეცალე!(ინსპექტორს) თქვენ აქაური ხართ?
ინსპექტორი-თქვით.
ტოტო-და აქაური ხართ?
ინსპქტორი-კი,აქაური ვარ.რა ვინმე გერმანელად ხომ არ მიმიღე?
ტოტო-აჰ,გერმანელი ხართ? აი ხომ გეუბნებოდი გერმანელიათქო...
პეპინო-ახლა როგორღა უნდა ვქნათ?
ტოტო-ეი,დაველაპარაკები მე..
პეპინო-(სკეპტიკურად) რა შენ ლაპარაკობ...
ტოტო- მეგობარი მყავდა დატყვევებული გერმანიაში.არ გამაწყვეტინო,თორემ ძაფი მიწყდება..(ინსპექტორს)Dunque, excuse me, bitte schòn,ჩვენა(უთითებს პეპინოზე)
ინსპექტორი-თუ რა?
ტოტო-გაიგო(პეპინოს)
პეპინო-(ტოტოს) რა თქვა?
ტოტო-(პეპინოს) მერე აგიხსნი.(ინსპექტორს) ჩვენაა,გვინდოდდ,მისამაღთი,ია...
ინსპექტორი-მაგრამ საჭიროა იტალიურად ლაპარაკი,თორემ თქვენი არ მესმის.
ტოტო-ლაპარაკობთ იტალიურად?(პეპინოს) ნახე იტალიურად ლაპარაკობს!
პეპინო-(ინსპექტორს) კომპლიმენტები,ყოჩაღ!
ტოტო-მართლაც ლაპარაკობს,ყოჩაღ!
ინსპექტორი-უკაცრავად და თქვენ სად გგონიათ თავი,ჩვენ აქ მილანში ვართ!
ტოტო-სწორია,ვიცი.ყოველი შემთხვევისთვის:ჩვენ გვინდა ვიცოდეთ,წასასვლელად სად უნდა წავიდეთ,სადაც უნდა წავიდეთ.მხოლოდ ერთი უბრალო ინფორმაცია...
ინსპექტორი-მისმინეთ.
ტოტო და პეპინო-სინიორ ბატონო.
ინსპექტორი-თუ გინდათ საგიჟეთში წასვლა...
ტოტო და პეპინო-დიახბატონო...
ინსპექტორი-...გაგაცილებთ მე!
ტოტო და პეპინო-დიახბატონო.
ინსპექტორი-მაშ შეხედეთ რა რა ჯიშია.კი მაგრამ საიდან მოდიხართ ვალ ბრემანადან?
ტოტო-(პეპინოს) ვერ გავიგე ვერც ერთი სიტყვა...

))))))))