ღვინის კლუბი გიწვევთ "ახალი ღვინის ფესტივალი 2014"-ზე!
ბოლო მოსავლის ღვინოებს წარმოადგენენ თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანიები, მცირე მარნები და ოჯახური მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ჯაზ კვარტეტი "IrReSoNic" და ფოლკლორული ანსამბლი "ახალუხლები".
ფესტივალზე თქვენს თვალწინ მეთუნე დაამზადებს თიხის ტრადიციულ ნაკეთობებს.
ხელნაკეთი ნივთებით წარდგება ნუკრიანის სახელოსნო.
კარი ყველასთვის ღიაა ♥
პროგრამა:
11:00 კარის გახსნა
12:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა
13:00 ფესტივალის ქვევრის ახდა, რომელშიც საუკეთესო ოჯახური ღვინო იქნება წარმოდგენილი.
13:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება
14:00 "ღვინის კლუბის მეგობრები 2014" - საქართველოს რაგბის ნაკრების დაჯილდოვება
14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება
16:00 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეების დაჯილდოვება სიგელებითა და "ოქროს ელიბოთი"(ღვინის კლუბის მინიატურული ქანდაკება)
18:00 ფესტივალის დახურვა
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!