ნაცების ხელისუფლებაში ყოფნის ძირითადი მიზანი იყო ფულის შოვნა და მათ ეს შესძლეს - ეს არავისთვის არ არის საიდუმლო...
მეორადი მიზნები, ანუ ქვემიზნები, უკვე ძირითადიდან გამომდინარეობდა:
1. მოსახლეობის ზომბირება და ადვილად სამართავ მასად ქცევა, რათა ფულის კეთებაში ხელი არ შეშლოდათ...
2. ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დამკვიდრება, რათა სრულად დამტკბარიყვნენ შეუზღუდავი ძალაუფლებით და არასოდეს არ დასჭირვებოდათ პასუხისგება ჩადენილ დანაშაულებებზე...
ზედაპირულად თუ შევხედავთ, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ქვემიზნები მიუღწეველი დარჩა - სრული ზომბირება მოახერხეს მოსახლეობის მაქსიმუმ 15%-ისა, ხოლო მმართველი პარტიიდან იქცნენ საპარლამენტო ოპოზიციად...
მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ცხოვრებას ზედაპირულად, ზერელედ აღიქვამს, რა თქმა უნდა, დაეუფლა გარკვეული კმაყოფილების განცდა, თუმცა მაინც დაბნეულია, რადგანაც ცხოვრების დონე ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა...
მოდით, შედარებით უფრო რეალისტურად დავალაგოთ არსებული მდგომარეობა:
ნაცებმა ჩაიდინეს უამრავი დანაშაული და იშოვეს ბევრი ფული...
ბევრმა ფულმა გაღორება იცის და უფრო მეტი ფულის შოვნის სურვილს აღძრავს - ეს ერთგვარი ფსიქიური მოშლილობაა, რომელიც მდიდრებს ემართებათ...
კიდევ უფრო მეტი ფულის შოვნას კიდევ უფრო მასშტაბური აფიორებისა და დანაშაულებების დაგეგმვა-განხორციელება სჭირდება, მაგრამ ამისათვის საჭირო ლეგიტიმაცია, ანუ დაუსჯელობის გარანტი, თანდათანობით ამოიწურა...
ვერ მოხერხდა მოსახლეობის აბსოლიტური ზომბირება და ამ ზომბირების მაგენერირებელი მექანიზმების დამუხრუჭებაც კი გახდა საჭირო - უარი თქვეს მოსახლეობის ეროვნული თავმოყვარეობის სრულ დაკნინებაზე, რაც გამოიხატა ისტორიული ძეგლების ნგრევის შეჩერებაში. მაგრამ ეს დროებითი შეფერხებაც გამოყენებული იქნა ისევ ნაცებისთვის სასარგებლოდ - ომის პროვოცირება წარმოუდგენელი იქნებოდა მოსახლეობის სრული ბოგანიზაციის ფონზე, ხოლო ომის საშუალებით კიდევ უფრო გაისქელეს ჯიბეები...
მრავალწლოვანი უსამართლობის ფონზე მოსახლეობის ფართო ფენებში გაღვივებული ვირუსი სამართლიანობისა ასევე მოითხოვდა რეაგირებას, ხომა?
ჰოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ხელისუფლების გადაბარების უკვე აპრობირებული მეთოდის გამოყენება - იყო ახალი მესია, უზარმაზარი მანიფესტაციები და წინასაარჩევნო დაკა-დაკა. ამის შედეგად, ნაციონალები ტრანსფორმირდნენ ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციად, თუმცა თავიანთი გავლენა შეინარჩუნეს უმრავლესობაშიც.
ნაცების ხელში დარჩა:
ძირითადი საინფორმაციო რესურსები,
სასამართლო,
პროკურატურა,
შსს,
ჯარი,
სამინისტროები და საჯარო სექტორი,
ბიზნესი - როგორც-იმპორტ-ექსპორტი, ასევე სერვისიც და ბუნებრივ რესურსებზე მონოპოლიური წვდომაც...
არასამთავრობო სექტორი...
მოკლედ: ყველა ის სფერო, რომლის საშუალებითაც ხდება მთელი რესურსების მითვისება და მართვა...
გარდა ამისა, უკვე ტოტალიტარულ სექტად ჩამოყალიბებული მოსახლეობის 15% მუდმივად მზადყოფნაშია საკუთარ კომფორტს დაუქვემდებაროს ქვეყნის მომავალი...
და რა მოგვცა ყოველივე ამან? ყველა ის დაპირება, რომელიც "ახალ" ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა, არა მხოლოდ შეუსრულებელი დარჩა, არამედ პირიქითაც - ნაცების ყველა დანაშაულებრივი პროექტი ანაბიოზიდან იქნა გამოყვანილი და მაქსიმალური ტემპებით ხდება მათი რეალიზება...
და ეს კეთდება უკვე ახალი ხელისუფლების ხელდასმით! - ამითი კი ხდება "გაპრავება" ყველა იმ დანაშაულისა, რასაც ნაცები სჩადიოდნენ!
და ტყუილად ნუღარ მოვიტყუებთ თავს, რომ ოცნება უნიათოა! - ძალიანაც კარგად იციან თავისი საქმე, რადგანაც ისინიც ნაცები არიან, ოღონდ ქოცებად გადაღებილნი - ვინც კი მათ შორის ცოტათი მაინც წესიერი იყო და სჯეროდა ბიძზღაპრების, იმათ უკვე გამალებით იცილებენ თავიდან...
ასე რომ, მორალურად მაინც მოამზადეთ, მეგობრებო, საკუთარი ანუსები - ცოცხები მალე დაბრუნდება!
აუცილებლად დაბრუნდება!
* * *
გავიდა 3 საათი, იყო 60 ნახვა და არც ერთი გამოხმაურება - რა იყოთ, ხალხო, რამ დაგზაფრათ?
ნაცების მესმის, რატომაც არ იღებენ ხმას - იგნორირების რეჟიმში ურჩევნიათ, რადგან ვერც უარყოფენ და ვერც დაადასტურებენ...
ქოცებისაც მესმის - უტყდებათ აღიარონ, რომ მაგარი ჭამეს...
ქუჩაში დარჩენილებისაც მესმის - ნაც-ქოცებისაგან განსხვავებით თავის დროზე ვერ აუღეს ალღო და ვერ ჩაეწერნენ პროცესებში, თორემ პოლიტიკაში მათაც იგივე მოტივაცია ამოძრავებთ - მუქთა სახრავი...
ამ დამოუკიდებელად მოაზროვნე ინდივიდებმა კიდევ როდის უნდა მოიშალონ კვირა დილით ლოგინში გორაობის მავნე ჩვევა?
მთლიანობაში, უმრავლესობას მაინც აქვს იმისი ილუზია, რომ მათი და ცოცხების ტრაექტორია არასოდეს არ გადაიკვეთება, არადა პირიქითაა, თორემ მე ისევ ჩემს კომპთან ვიჯდები, როცა ბევრ აქაურს თავისივე თანამოსაგრენი გაუყენებენ საცოცხეთის გზას...
მერე უკვე მეც დავფიქრდები, ღირს თუ არა საერთოდ ხმის ამოღება - რისთვის? ვისთვის? რატომ?
იმ ხალხისთვის, ვისაც სწამს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და რომ აუცილებლად ასეთადვე უნდა დარჩეს?
რომ თუ ადამიანი პოლიტიკაში მოხვდა, ფული უნდა აკეთოს, აბა რა უნდა ქნას, არა?
რომ რაც უფრო მაღლა აძვრები, მით უფრო ნაკლები შანსია რომ დაისაჯო, არა?
ჰოდა, მერე ნუღარ წუწუნებთ, რომ ცხოვრება წინ არ მიდის - ვისატ ტრაკი აქვს, იმისი ძალიან ხოშიანად მიდის და მიჰქრის კიდევაც!
თუნდაც იმიტომ, რომ ვინც ზევით ვერ მოხვდა, ძილშიც იმას ნატრულობს, ნეტავი ჩემს ქუჩაზეც გაისროლოს ავრორამ და სადმე ისეთ ადგილზე მომახვედრა, სადაც კაი მაყუთი იჭრებაო!
"იმდენი დამნაშავეა, რომ ყველა მართალია" - ამბობს "ნეილონის ნაძვის ხის" პერსონაჟი, ხოლო მე შებრუნებით ვიტყოდი:
"იმდენი მართალია, რომ ყველა დამნაშავეა!"
აილ ბექ!
This post has been edited by Precursor on 27 Apr 2014, 14:58