კაცი, რომელმაც კანაფი აკრძალა
ჰენრი ჯეიკობ ანსლინგერი

ჰენრი ჯეიკობ ანსლინგერი ის კაცია ვისაც ამერიკა და მსოფლიო კანაფის აკრძალვას უნდა „უმადლოდეს”. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ანტიალკოჰოლურ განყოფილებაში მუშაობდა, კოლეგები იმით გააოცა რომ მოითხოვდა არა მხოლოდ ალკოჰოლის მწარმოებელთა არამედ მომხმარებელთა სასტიკ დასჯასაც. როდესაც ამერიკაში მშრალი კანონის დასრულებისკენ წავიდა საქმე, 1930 წელს, ის, როგორც ამერიკის ფინანსთა მინისტრის და ცნობილი ბანკირის ენდრიუ მელონის სიძე, დაინიშნა მელონის მიერ ახლადშექმნილი ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური ბიუროს თავჯდომარედ და მთელი ენერგია კანაბისთან ბრძოლისკენ მიმართა. მან პირველმა წამოიწყო კანაბისის წინააღმდეგ უზარმაზარი პროპაგანდა ამერიკულ მედიაში (ძირითადად ზე-მემარჯვენე ჰერსტის პრესა), რომელიც აშკარა ტყუილის გარდა რასისტულიც იყო. შავები და მექსიკელები იყვნენ ამ კომპანიის მთავარი სამიზნეები, რომლებიც ეწეოდნენ მარიხუანას და მერე თეთრ ქალებს აუპატიურებდნენ. საინტერესოა, რომ ამ ტვინის რეცხვისას, საუბარი იყო მხოლოდ მარიხუანაზე, „მექსიკურ მკველელ ნარკოტიკზე”. ბევრმა ამერიკელმა ისიც კი ვერ გაიგო, რომ მარიხუანა და მათთვის კარგად ცნობილი სასარგებლო მცენარე კანაფი ერთი და იგივე იყო. კანაფი სერიოზულ კონკურეციას უქმნიდა ქაღალდის მწარმოებელ ჰერსტს და დუპონის ქიმიური ინდუსტრიას. 1937 წელს მათ კანაფის დე-ფაქტო აკრძალვას მიაღწიეს. ამავე წელს ანსლინგერმა მთელ თავის პროპაგანდისტულ ნაღვაწს სტატიაში „მარიხუანა-ახალგაზრდობის მკვლელი” მოუყარა თავი. ერთი წლით ადრე გადაღებული იქნა ფილმი Reefer Madness, რომელშიც მოსწავლეები რომლებიც მარიხუანას მოწევენ, გიჟდებიან, გამაუპატიურებლად და მკვლელებად იქცევიან და რომლის ჩვენების დროსაც ანტიკანაბის აგიტაციამ თავის პიკს მიაღწია.
ომის შემდგომ, 1947 წელს, ანსლინგერი ამერიკამ გაეროს ნარკოტიკების კომისიაში მიავლინა, სადაც მისი დაუღალავი ბრძოლის შედეგი იყო კანაფის წარმოების აკრძალვა მთელ მსოფლიოში, 1961 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კანაფი და ოპიატები გათანაბრებული იქნა, როგორც ამას ანსლინგერი ითხოვდა.
წყარო:
http://caucasusartmag.com.ge/%E1%83%99%E1%...83%99%E1%83%A0/
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//