მოკლედ გადავწყვიტეთ ჩემი არც ისე მძლავრი EG სივიკი გაგვეცოცხლებინა და მისთვის ახალი სიცოცხლე გვეჩუქებინა.ამისთვის გვჭირდებოდა რამე მძლავრი ძრავი რომელიც ყველაზე ნაკლებად გაგვაწვალებდა ჩადების დროს და ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვდა დამატებითი ნაწილების ამბავში.ბევრი ვარიანტების შემდეგ გადავწყვიტეთ და წამოვიყვანეთ EF(კვადრატი) სივიკი რომელშიც იდო B20 ის ბლოკი B16 ის გალოვკით.რამოდენიმე ადამიანმა გვითხრა რომ ვერც კარობკას წავიყვანთ ვერც ძრავს ვერც ყუმბარებს და ელექტროობაც ახალი დაგვჭირდებოდა მაგრამ მანქანა და ძრავი იმდენად მოგვეწონა(მიუხედავად იმისა რომ ჯერ ხმა არ მოგვისმენია) გადავწყვიტეთ რომ მთავარი მონდომებაა და თუ მოინდომებ ყველაფერს წაიყვან

ესეც ჩვენი დონორი


ეს კი მისი სიამაყე B20B+B16A ძრავი საკმაოდ შელახული ვიზუალურად

კრიშკა გატეხილი,სვეჩის პრავოდკა გაწყვეტილი,კოლეკტორის 2 ტრუბა დაკეცილი და ბევრი წვრილმანები
დავიწყეთ დაშლა:






მოკლედ ზედაპირულად დავშალეთ ძრავი და რაც ვნახეთ ამის ამწყობი მინდა შევაქო(პირადად არ ვიცნობ) საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია

)
შემდეგ არგონზე გავაკეთებინეთ კრიშკა(შეზღუდული ფინანსების გამო ვერ ვიყიდეთ ახალი დროებით იმუშავებს).სვარჩიკმა კოლექტორს ასიამოვნა.ერთმა ფორუმელმა კაი კაცმა კარტერი გვაჩუქა

როგორც ვნახეთ ყუმბარებიც უნდა წავიდეს. ვიყიდეთ ელექტროობა რომელიც მთლაიანდ უნდა შეცვლილიყო სალონისაც ძრავისაც და კომპიუტერიც,

1.5 ეგ კუზაოს მთლიანი ელექტროობა რაც სადმე შნურია ყველაფრით

ვიტეკის შნურს გავიყვანთ.

შემდეგ შევუდექით ძრავის ვიზუალის და ინტერიერის წმენდას და მაგ პროცესში ვართ ეხლა

დანარჩენი ყველაფერი მზადაა
შემდეგი ეტაპი უკვე გარაჟის დაცლა და EG ის დაშლაა რომელიც ხვალ დაიწყება

თუ მომეხმარებით გარაჟის დაცლაში კარგი იქნება ძალიან იაფად გაგატანთ ყველაფერს თუ რამე გამოადგებათ ამ კუზაოსი (ძრავის და კარობკის გარდა ყველაფერიაქ) და ბევრ რამესაც ისე გაჩუქებთ.
მხარდაჭერა და სასარგებლო რჩევები არ გვაწყენდა კითხვებზეც ნუ მოგერიდებათ