2014 NBA Draft Prospects Joel Embiid - Kansas, Freshman | C | 7,0 | 240 | 03/16/1994 
კამერუნელი მონსტრი, დაცვითი მანქანა(ბიგ 12-ის DPOY). კალათბურთის სერიოზულად თამაში 2011 წელს დაიწყო, მიუხედავად ამისა უკვე საკმაოდ დახვეწილი მოძრაობები და მაღალი საკალათბურთო IQ აქვს, პოსტ მუვები და პასინგი დასახვეწი აქვს.
NCAA-ს სეზონის სტარტამდე, არც კი მოიაზრებოდა ტოპ ფიქად, მაგრამ კოლეჯში ნახვის შემდეგ, სკაუტების უმრავლესობა თანხმდება რომ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშე, სწორედ ემბიდია. ემბიდის არჩევისას ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება, სეზონის ბოლოსკენ მიღებული ზურგი ტრამვაა, თუმცა თვითონ ემბიდიც და მისი ექიმიც ამტკიცებენ რომ ჯოელი 100%-ით გამოჯანმრთელდა და არაფერი აწუხებს.
მოკ დრაფტების 90%-ში, ჯოელ ემბიდი პირველი ფიქია.
Jabari Parker - Duke, Freshman | SF, PF | 6,8 | 240 | 03/15/1995 
საკალათბურთო სკილის მხრივ ყველაზე სრულყოფილი პროსპექტი. ათლეტური, კარგი სროლით, მრავალფეროვანი შეტევით, წლევანდელი დრაფტის მოთამაშეებიდან NBA-სთვის ყველაზე მომზადებული ალბათ პარკერია, დიუკში საკმაოდ კარგი სეზონი ქონდა, 19 ქულას აგროვებდა, თან აგროვებდა ყველანაირად, პიკენროლით, სამიანებით, ფოსთ მუვებით, ფასტ ბრეიკებზე. თამაშის სტილით ყველაზე ხშირად მელოს ადარებენ, აღნაგობითაც წააგავს. პარკერის მთავარი მინუსი დაცვაში სრული 0-ობაა, განსაკუთრებით PF-ზე თამაშისას.
Andrew Wiggins - Kansas, Freshman | SF | 6,8 | 200 | 02/23/1995 
ენდრიუ "ჯორდანის მეორედ მოსვლა" ვიგინსი, სასწაული ათლეტური მონაცემების მქონე მოთამაშე, მსგავსი ათლეტი ლებრონის შემდეგ არ ყოფილა ლიგაში, ფოინთ გარდის სისწრაფე, ცენტრის სიგრძის ხელები, სასწაული ნახტომი.
1 წლის ყველა დარწმუნებული იყო რომ ვიგინსი 14-ის დრაფტის პირველი ფიქი იქნებოდა, NCAA-შიც არ ქონდა ცუდი სეზონი, მიუხედავად ამისა, ვიგინსის აქციებმა დაიკლეს და ზოგი იმასაც ამბობს, მეორე ფიქადაც არ აიყვანს მილუოკი ბაქსიო. დაუჯერებული ათლეტურობის გარდა, ვიგინსის მთავარი პლიუსი დაცვაში თამაშია, შეტევაში მრავალფეროვნად კი უტევს მაგრამ, საკმაოდ არაეფექტურია, დასახვეწი აქვს სროლაც და პასინგიც.
Dante Exum - International | PG/SG | 6,6 | 200 | 07/13/1995 
ექსუმზე ბევრი არაფერი ვიცი, ავსტრალიის ასაკობრიც ნაკრებეში ყოველთვის კარგად თამაშობდა, ვორქაუთებზე და დრაფტ კემპებზე ძალიან მოაწონა თავი მთელს ლიგას, PG-ს კვალობაზე ძალიან მაღალი და ათლეტურია. შეუძლებელია იმის თქმა რამდენად მზადაა NBA-ში სათამაშოდ, თუმცა მის მაღალ პოტენციალზე ყველა თანხმდება.
Julius Randle - Kentucky, Freshman | PF | 6,9 | 250 | 11/29/1994 
NCAA-ში დომინირებდა, რეგულარული სეზონიც და მარჩ მედნესიც, მაღალ დონეზე ჩაატარა. ხშირად დაბლ თიმთან უწევდა თამაში და მიუხედავად ამისა თამაშში საშუალოდ 15 ქულას და 10 მოხსნას აგროვებდა. წონისა და ძალის დახმარებით თითქმის ყველა ოპონენტს ჩაგრავდა 1-1ზე თამაშის და ქულების უმრავლეოსაბ ფეინთიდან აგროვებდა. დაცვაში საკმაოდ მოიკოჭლებდა და პასინგ გეიმის არ ქონის გამო, დაბლ თიმისას ხშირად კარგავდა ბურთს.
Noah Vonleh - Indiana, Freshman | PF/C | 6,9 | 250 | 08/24/1995 
კარგად დაბალანსებული ბიგმენი, კარგი ათლეტი, ნორმალური მცველი, ნორმალური სქორერი, ნორმალური რიბაუნდერი. ვონლეს ისეთი გუნდი აიყვანს რომელიც განვითარების და პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მისცემს. ინდიანაში საკმაოდ კარგი სეზონი ქონდა, ბევრი იმუშავა საკუთარ თამაშზე და მეორე რაუნდის ფიქობიდან, ლოტერი ფიქობამდე ჩამოვიდა.
დრაფტის ერთ-ერთი მთავარი კითხვა საუკეთესო PF-ა, ვონლეს, რენდლს და გორდონს ყველა სკაუტი განსხვაბულად აფასებს და საინტერესოა რომელი მათგანი დაიდრაფტება პირველი.
Marcus Smart - Oklahoma State, Sophomore | PG | 6,3 | 225 | 03/06/1994

სმარტი წინა წლის ტოპ 5 ფიქად მოიაზრებოდა, მაგრამ კოლეჯში დარჩენა და ხალხისთვის იმის დამტკიცება გადაწყვიტა რომ კარგად სროლა შეეძლო და ტოპ 1 ფიქობას იმსახურებდა, შედეგად ნორმალური სეზონი დადო თუმცა თავი ფანთან ჩხუბით და მუდმივი ფლოპინგით დაამახსოვრა ხალხს. სქორინგ ფირსთ ფოინთ გარდი რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ბევრის აზრით წინა წელსაც მზად იყო NBA-ში სათამაშოდ. სმარტის მთავარი მინუსი მისი სროლიც პროცენტია.
[SIZE=4] Aaron Gordon - Arizona, Freshman | PF | 6,9 | 220 | 09/16/1995 
ათლეტურობის, ფიზიკური აგებულების და ინგეიმ დანკების გამო ბლეიკ გრიფინ 2.0-ად შერაცხული გორდონი ამ უკანასკნელს სათამაშო სტილით საერთოდ არ გავს. გრიფინის მთავარი ძალა მისი დაცვაა, ერთნაირი წარმატებით იცავს პერიმეტრსაც და ფეინთსაც, აკეთებს ჩაჭრებს და ბლოკებს, ბურთს ხსნის. მოკლედ რომ ვთქვათ აარონ გორდონი "შავი მუშის" ფუნქციას ასრულებს გუნდში და თუ სქორინგიც ისწავლა, ძალიან კარგ მოთამაშედ გადაიქცევა.
Nik Stauskas - Michigan, Sophomore | SG | 6,6 | 205 | 10/07/1993 
2013 წელს ფინალში მარცხის შემდეგ, მიჩიგანი გუნდის ლიდერმა ტრეი ბურკმა დატოვა, წელს ლიდერის ფუნქცია სტაუსკამ ითავსა და მიჩიგანს კიდევ ერთი წარმატებული პლეოფ რანის დადებაში დაეხმარა. კარგი ჯამფერი, კარგი პასინგი, ბურთის გარეშე მოძრაობა, მაღალი საკალათბურთო IQ. მოკლედ ტიპიური თეთრი შუთინგ გარდა, ფუნდამენტალი საუნდ გეიმით და საშუალო ათლეტური მონაცემებით.
Doug McDermott - Creighton, Senior | SF | 6,8 | 215 | 01/03/1992 
წლევანდელი NCAA-ს MVP და საუკეთესო სქორერი. მაკდერმოტის ლიგაში წამოსვლას ხალხი წლების წინ ელოდებოდა, მაგრამ დაგმა კრეიტონში მამამისთან(ჰედ ქოუჩია) დარჩენა და სქორინგ რეკორდების განადგურება გადაწყვიტა. კოლეჯში ნათამაშები 4 სეზონიდან სამში, მაკდერმოტი სასწაულად დომინირებდა და 25+ ქულას აგროვებდა. თუმცა მისი კოლეჯური კარიერის პიკი მაინც წლევანდელი სეზონი იყო, 27 ქულა, 52% FG, 87% FT, 45% 3P. აი ყველანაირად შეუძლია ქულების დაგროვება, აქვს სამიანების სროლის სასწაული რეინჯი, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და მარტო მოგება.
იანგზე, ჰარისზე, სარიჩზე და ა.შ რომ დამეწყო წერა, ძალიან გამეწელობა, ბევრი კარგი ფროსფექთია და მაგდენის თავი აღარ მქონდა. კონკრეტულად რომელიმე მოთამაშე თუ გაინტერესებთ(NCAA-ში ვინც თამაშობდა ისეთი) მკითხეთ და მოგახსენებთ ჩემს უშეცდომო აზრს.
წლევანდელი დრაფტი ძალიან ძლიერად ითვლება, ყველა პოზიცია საკმაოდ დატვირთულია და ბევრი კარგი მოთამაშე მეორე რაუნდამდეც ჩააღწევს.
მიმაგრებული სურათი