წაიკითხეთ ბოლომდე თავად წერს
როგორ შეიძლება მოგკლან მზის და ვარდების მხარეში და ყური არავინ შეიბერტყოს
2014 წლის 29 ივლისი, 21:38-ზე
გუშინ საღამოს ფრესკოში (ვარკეთილში) რაღაცები ვიყიდე და ვიფიქრე, ბარემ ფეხით ავალ სახლამდეთქო. ზემო პლატოზე ვცხოვრობ. კალაუბნის ქუჩას რომ ავცდი დავაფიქსირე რომ ჩემს უკან ვიღაც მოდიოდა. ჩემი ტემპით, ნელანელა. გზა გავაგრძელე. ამ დროს მეორე ტიპიც მოდიოდა, ქუჩის მეორე მხარეს. ცოტა დავმშვიდდი. ჩემს უკან ვინც მოდიოდა იმან ნელნელა გადამასწრო, ძალიან დამაშტერდა და გამიარა. ოღონდ ისევ ჩემი ტემპით გააგრძელა სიარული. მაღაზია დავინახე ღია და გადავწყვიტე შესვლა, დავრწმუნდებოდი მე ამყვა თუ არა. როცა მაღაზიაში შევდიოდი ეს თეთრმაიკიანი, მკლავზე ბინტდახვეული ახალგაზრდა კაცი შეჩერდა და ძალიან გაღიზიანებულმა მუშტი ხია ავტობუსის გაჩერების დაფას. მაღაზიაში რაღაც მომენტი გავჩერდი, გამყიდველს ეძინა და ვერ გადავწყვიტე გამეღვიძებინა თუ არა. მერე ვიფიქრე ალბათ ასე ძინავსხოლმე, დღეს გახსნილი მაღაზია ხოარაათქო. გამოვედი, ეგრევე ჩემი კიბეებისკენ წავედი და ნელნელა ქუჩა შევათვალიერე. შავმაიკიანი კაცი მაღაზიასთან იდგა და შევიდა, ეს ხელგადახვეული თეთრაიკიანიც არაადეკვატური მოძრაობით მაღაზიისკენ წავიდა. მე მშვიდად ავიარე კიბეები ჩავუარე 15 კორპუსთან ბირჟას და ნელა გავაგრძელე გზა. უკან ისევ ვიღაცას ვხედავდი ჩრდილში. ეს ჩრდილი ნელნელა ჩემს ჩრდილს კვეთდა, ანუ მიახლოვდებოდა. ავუჩქარე. აუჩქარა. _გოგონა, თქვენი სახელი შეიძლება? გოგოონაა, თქვენი სახელი. გოგონა, სახელი არ შეიძლება? შენ რა არ გესმის? ამ დროს ვხედავ ჩრდილში როგორ წევს ხელს რომ გადამხვიოს, ძალიან ახლოსაა. უცბად განზე ვხტები და მთელი სახით ვუტრიალდები, რამე ვხიო, ჭკუა ვასწავლო.. პარალელურად მესმის ხმა _ "არ გაინძრე თორე გესვრი! ხმა!" თვალებს ვახამხამებ და იარაღს ვხედავ, პისტოლეტს, ნამდვილს, ტენის. წამიერად ტუჩის მიდამოებზე ვუყურებ, მინდა რო ხუმრობდეს. გიჟის მიმიკებიაქვს, მეშინია და მარტო გადატენილ იარაღს ვხედავ რომელიც ჩემი თავის მოძრაობას დაყვება.. და ბინტს, ელასტიურ ბინტიან ხელს, თეთრ მაიკას. არ, ვერ ვკივი, ვიცი მევსრიან, ვერ ვინძრევი, ვიცი მესვრიან. ის ცდილობს მომიახლოვდეს და ხელი ჩამავლოს. ამ დროს ვფიქრობ რომ ჩემი დაჭერა ურჩევნია სროლას და ვცდილობ გავიქცე. ირგვლივ კორრპუსებია. უფრო ახლოს მხარეს გავრბივარ, კორპუსთან ახლოს რომ მოვხვდე და ვკივი ბოლო ხმაზე, თავი მიჟრიალებს ისე ვკივი, ხალხნო, მიშველეთ. მერე ვფიქრობ რომ შეიძლება ვერ გაიგონონ სიტყვები, ამდროს მუხლებში ძალა მეცლება და დაჩოქილი ვკივი, უბრალოდ ვკივი. ის მიახლოვდება, სირბილში მანძილი მოვიგე, ის კიდევ არ მორბის, სწრაფად მოდის. ფარდა არ ირხევა, ერთი კაცი არ ჩანს ფანჯრებში. ის უკვე ახლოსაა, ცოტაც და შემეხება. არავინ არმიშველის, არც კი იხედებიან.. ვფიქრობ რომ უნდა გავიქცე, არმსვრის. ეჭვი მეპარება რომ რეალობაა, ან რომ მართლა მესვრის. მაგრამ შევხედავთუარა ეგრევე ახლიდან მეცლება ძალა. პარაელურად მისი ხმა მესმის, გოგო ნუ ინძრევი, ხმა გოგო. და მიზანში ამოღებული დამყვება. თან ჩემს კივილზე არ გარბის. კიდია. ანუ ერთადერთი გაქცევა დამრჩა. ვწყვეტ კივილს, რომ ძალა მოვიკრიბო და გავრბივარ. არვიცი სად გავქცე. მარშუტკის ირგვლივ ვაკეთებთ წრეს, მე და ის. ვერ დავრეკავ პატრულში იმიტმრომ სანამ რამეს ვიტყვი მესვრის და სანამ ისინი მოვლენ... წამებში ვწყვეტ, ორი ვარიანტია. ან უნდა დამიჭიროს და სადმე წამათრიოს, ან მესროლოს. მეორე მირჩევნია. გავრბივარ რაც შემიძLია აცაბაცა და ისევ მომყვება.გავრბივარ, ერთი ნაბიჯი, ორი, სამი. ვა, ცოცხალივარ, ეს უკვე ბოლოა, ვფიქრობ სანამ ფეხს ვდგამ..
უცბად წინ შავი ბეემვე მოდის, ბევრი ბიჭი ჩანს, ვკივი მიშველეთ. მერე ვფიქრობ შეიძლება ესენი ამსთან არიან და გზიდან გადავრბივარ. ბეემვეს სასტავი მათვალიერებს და მიდიან.. უკან ვიხედები ხეს ამოფარებული და ვხედავ თეთრმაისურიანი სწრაფი ნაბიჯით სიბნელეში მიდის. ვაგრძელებ სირბილს ბირჟისკენ. იქ ბავშვები წამოიშალნენ, რა მოხდა. იარაღი აქვს ბავშვებო გაიქეცით, ვკივი და ახლა რავქნა, ვფიქრობ. მიიმალა ის, ბავშვები მამშვიდებდნენ და გაცილებას მთავაზობდნენ. მე ჩემს მეგობარს ველოდებოდი. ამ დროს ერთ ბავშს მშობელმა დაურეკა, კიბესთან მაღაზია გატეხეს და კრიმინალებს ჩვენს ეზოში ეძებენო. პატრულის სირენების ხმაა. მინდა რომ ყველაფერი მოვყვე მაგრამ ჩემს მეგობარს ველოდები. მირჩიეს რადგან მაინც ეძებდნენ არაფერი მეთქვა, რომ ღამე ასეთ მდგომარეობაშიკიდევ დაკითხვებში არ გამეტარებინა და დავიჯერე. მერე როგორ ვიყავი არაა რთული მისახვედრი.
დილით გადავწყვიტე პოლიციაში მივსულიყავი. თუ დაიჭირეს ხომ ბრალს დავამატებდი, არადა_ განცხადებას შევიტნდი. ავედი ვარკეთილის მესამე მიკროში რომ პოლიციაა. ვკითხულობ ზემოპლატოს წუხანდელი ყაჩაღობის ამბავზე დაიჭირეს ვინმე? პასუხია რომ ზემოპლატო მათ არ ეხებათ. მაგრამ მაინც, დაიჭირეს ვინმე? ვკითხულობ. ვიღაც უკნიდან მპასუხობს რომ დიახ, დაიჭირეს. რამდენი კაცი, ვეკითხები. არვიცით. ჩვენ არ გვეხება, ქურთების ბაზრობას რომ ჩაცდებით იმ პოლიციას მიმართეთ, მპასუხობს პოლიციელი. არავის აინტერესებს რატომ მაინტერესებს დაყაჩაღების ამბავი, რამ მიმიყვანა პოლიციაში, რატომ მაქვს გიჟის სახე. თინა გამყვა. მე და თინა ვერ გაგვტეხა მესამეს პოლიციის გულგრილობამ და წავედით ხიდებთან პოლიციაში. სავარძლიანი პოლიციელი ტანკებს თუ ომობანას თამაშობს.
_ ზემო პლატოზე ყაჩაღობის ამბავი თქვენთან ვიკითხოთ?
_არა
_დაიჭირეს მაღაზიის დამყაჩაღებლები წუხელ?
_კი დაიჭირეს
_ რამდენი კაცი? ხელზე სახვევიანი?
_არვიცით, არვფლობთ ინფორმაციას. საპატრულო სამსახურმა დაიჭირა. საპატრულოს უნდა მიმართოთ.
- მესამესპოლიციიდან თქვენთან გამოგვიშვეს,იმათ ეხებათო. სადაა საპატრულო?
_ახალი დაკლაკნილი შენობა რომაა, სამინისტრო.
_წუხელ მარკეტი რომ დააყაჩაღეს, იქვე იარაღით დამხვდნენ და მემუქრებოდნენ_
სად?
_ზემო პლატოზე, მთხუთმეტე კორპუსთან.
_პატრულის თუ პოლიციის თანამშრომელი ინტერესს კარგავს, სამივე. მხოლოდ გვერდით მჯდომი შავტანისამოსიანი კაცი ინტერესდება და მეკითხება დეტალებს. რატომ, როდის.
_ერთ ერთი პოლიციის თანამშრომელი მაია ასათიანად მევლინება, ტუჩებს პრუწავს (შუახნის კაცი) და მამშვიდებს, არაუშავს გოგონა, ჩვენ ვერაფერ ვიზამთ.
_იარაღი გადამიტენეს, ხმა არ ამოიღოო და დამდევდნენ, ვფსიხდები მე. ამდროს ერთერთი შიდაოთახიდან გამოდის და მამცნობს, დაიჭირეს ბინტიანი კაციო. დამამშვიდა თუ მართლა არვიცი. ის შავფორმიანი გამოგვყვა და დაგვარიგა, რომ შსს_ში გვეკითხა ზემოპლატოს დაყაჩაღებას ვინ იძიებს, მას შევხვედროდი მომეყოლა დაწვრილებით და შემდეგ მისი რჩევით მემოქმედა.(ხო, კიდევ, მანამდე მითხრეს რომ იარაღით მუქარაზე, წყლის თოფითაც რომ დამემუქრონ და დამაშინონს, უნდა წაეყენოს ბრალი და ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 5დან 7 წლამდე. მერე კი, როცა შავფორმიანი შსს_ში მიშვებდა, ერთ ერთი პატრული დაბნეული სახით მოდის და მეუბნება, ეგ შეიძლება სამხილად არც ცაითვალოს, მუქარადაც არ ითვლებაო. რათქმაუნდა ისევ ამიტანა კანკალმა, როცა რაღაცას განვიცდიადეკვატური კითხვების დასმა ნელნელა მიჭირს..)
შსს_ში გადავედით, ფეხით, ამ სიცხეში. მე_ უძილარი, თავი მასკდება, ვერაფერს ვჭამ. მოვუარეთ როგორც იქნა დაკლაკნილ ახალ საპატრულოს, რომლის ეზოშიც ოაზსებია. დაცვის ბიჭმა კი მოგვაცინა თქვენ აქ სამართლის საძებრად ჩადიხართო?
შევდივარ სამინისტროს ფოიეში. ორი ოპერატორია. ერთთან რიგებია. მეორესთან მივდივარ, ვესალმები. კომპიუტერშია ჩაძირული. ზემო პლატოზე ყაჩაღბის ამბავს ვინც იძიებს, მასთან მინდა შეხვედრა. ვეუნები იმას რაც პოლიციელებმა დამარიგეს. ეს ქალბატონი ცოტა დაბნეულად მპასუხობს, უჭირს კომპიუტერიდან ყურადღების გადმონაცვლება და კონცენტრირება.
_ეგენი პატრულებმა დაიჭირეს.
_ვიცი. აქ გადმომაგზავნეს. მესამე პოლიციაა სადაც დღეს გადმომაგზავნეს.
_აქ ვერ ნახავთ გამომძიებელს, ვერაფერზე გიპასუხებთ. ორთაჭალაში უნდა მიბრძანდეთ.
_ მესამე პოლიციაა დღეს სადაც მოვედი, ფეხზე ძლივს ვდგავარ. წუხელ იარაღს მიმიზნებდნენ და მინდა განცხადება შევიტანო.
_ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ორთაჭალაში მიბრძანდით.
აქ გავჭედე, მახსენდება როგორ ვკიოდი იარაღის ლულაში ამოღებული წუხელ. მახსენდება თსუ და მისი გადაგზავნა გადმოგზავნები დეკანატში.. მახსენდება პატრულის მანქანის წარწერები რომ ემსახურება საქართველოს, რეკლამები, რომ ჩვენ გვიცავს ჩვენი პოლიცია. შკოდები, სამინისტროსთან რომ დასრიალებენ და სამი პოლიცია, რომლიდანაც ერთმაც არ გაანძრია თავისი დასუქებული ტრაკი. არვიცი რამემართება_ამ პოლიციის დედაც #####ან, ამ ქვეყნის დედაც #####ან !ვიცი პოლიციაში სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რას მიზამენ მაგრამ ტიპი იარაღით დამდევდა და კიდიათ. ალბათ უნდა მოვეკალი ინტერესი გასჩენოდათ. ჩანთას ვიღებ, თინა წავედით ვყვირი და ვაჯახუნებ შსს_ს კარებს.
აღარ მივდვარ ორთაჭალაში იმიტომ რომ ვიცი იქედან გამოსულმა შეიძლება ან თავი მოვიკლა, ან პოლიცილების შვილები დავკლა. ვყიდულობ ლუდს და ვცდილობ ის აღვწერო რაც სიტყვით შემიძლია გადმოვცე ამ ისტორიიდან.
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █