რავი აბა ტოიოტა ისტ-ი? ოჯახში გვყავდა 2 წელი, საჭე გადატანილი, და ხელი არაფერზე დაგვიდია ზეთის გარდა. 4X4 იყო, წვა მაინცდამაინც ცოტა არ აქ, 8 ლიტრას უბერავს. თუ ვიდზე გევასება და თანხას გაწვდები ეგ დაითრიე, უკვდავი მანქანაა სხვებისგანაც გამიგია.
ჰონდა 5-6 ლიტრას წვავს და ცუდი არაა, კარობკა ვარიატორი აქ და გამოდგომაზეა რა. პროსტა საჭე არ გადადის.
აირტრეკი მყავდა მე ტურბო ვერსია, გაზის პედალი გასიამოვნებს

დანარჩენი უბრალო მანქანაა ნამეტანი. 2.0 უბრალო ძრავი რო იყიდო გაზსაც დააყენებ და ეკონომიას ნახავ. უგაზოდ უბრალო ძრავზეც ბევრი აქ წვა 10-11 ლიტრა.
სკაილაინს რაც შეეხება შეხება არ მქონია, გარეგნულად კარგია მარა გამძლეობით არ ვიცი, მაგის რომელიღაცა მატორი არ ვარგა ეგ გამიგია, გაზიც არაა მიზანშეწონილი. წვა ალბათ 12 ლიტრა მაინც ექნება მინიმუმ.
პინანსურად თუ ვერ ქაჩავ ფიტი დაითრიე არ გაგაწამებს!!

( მთავარია ვარიატორი კაი ქონდეს )
ამასწინატ ერთი კაცი გავიცანი ფიტი ყავს კვადრო და გაზი ჩააყენა

ხოდა 10 ლარად ქალაქში 200-220 კმ დავდივარო ბეზპრობლემ