#42207425 · 11 Sep 2014, 18:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
6-7 წელია ჩემს შვილს დიაბეტი აქვს, ამ წლების მანძილზე სამ თვეში ერთხელ მივდიოდით დიაბეტის ცენტრში, ვიღებდით ინსულინს და ყველა იმ საშუალებას, რომელიც ბავშვს სჭირდებოდა. იშვიათად თუ გვქონია პრობლემები, ისიც მალევე მოგვარებულა. მაგრამ დღეს ცენტრში მისულებს გვაუწყეს, რომ წამალი რომელსაც მოვიხმართ თითქმის აღარ დარჩათ, პრეპარატი, რომელიც შესაძლოა მალე მიიღონ ჩვენ არ გამოგვადგება, რადგან მასზე ბავშვს ალერგია აქვს) ყველაზე საშინელი მოსასმენი კი ის არის, რომ არც სააფთიაქო ქსელშია დეფიციტის გამო. წამლის მარაგი ისე ცოტა გვაქვს, ერთი თვეც ძლივს გავტანთ, მერე რა ვქნათ???
ზემოაღნიშნული პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროს გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი (ჩაგდებული) ტენდერების, უპასუხისმგებლო მოხელეების თუ ზოგადად ერთეული ჩინოვნიკების ბრალია არ ვიცი მაგრამ აშკარაა, რომ საქმე არ არის კარგად, იქნებ შეიბერტყოთ ყურები და მოგვხედოთ უბრალო მოკვდავებს.
--------------------
[B]
|