ხალხნო,თუ რამე იცით ამ ტარიფებზე,დაწერეთ.
რას ნიშნავს შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდა?
შემომავალი ზარი უფასო აღარ იქნება?
კომუნიკაციების კომისია შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდის მიზეზებს განმარტავს კომუნიკაციების კომისია შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდის მიზეზებს განმარტავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდის მიზეზებს განმარტავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანმა ხატია ყურაშვილმა განუცხადა, კომისიამ სხვა ქვეყნების მაჩვენებლები შეისწავლა.
კომისია საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფების ზრდას სხვა ქვეყნების გამოცდილებით ხსნის. "სხვა ქვეყნების მაჩვენებლები შევისწავლეთ. ამ კომპანიებს გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი ჰქონდათ, ვიდრე საქართველოში ღირდა. ზარის დასრულება მობილურ ქსელში 10 ცენტი, ხოლო ფიქსირებულ ქსელში 5 ცენტი იყო, რაც საქართველოდან სახსრების გადინებას განაპირობებდა. კომისიაში საერთაშორისო ოპერატორების მომართვა იყო, რომ ეს საკითხი კომისიას შეესწავლა და ტარიფი გაეზარდა, რაც განვახორციელეთ და საერთაშორისო ოპერატორების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ", - აღნიშნა ხატია ყურაშვილმა.
ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საერთაშორისო შემომავალ ზარებზე კომისიის მიერ ახალი დროებითი რეგულაციის დადგენის შემდეგ, შესაბამისი მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა წელიწადში უნდა შეადგინოს 103,5 მლნ ლარი, მათ შორის: მობილურ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 86,8 მლნ. ლარი; ფიქსირებულ ქსელებში ზარის დასრულებაზე - 16, 7 მლნ. ლარი.
საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ტარიფები გაიზარდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ქვედა ზღვრული ტარიფები დააწესა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, გადაწყვეტილების თანახმად, უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა (ადრე 10 ცენტი იყო). სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ქვედა ზღვრულმა ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა (მანამდე 5 ცენტი ღირდა).
რაც შეეხება იმ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც საკუთარი უსადენო თუ სადენიანი ქსელი არ გააჩნიათ და ეწევიან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას, ასეთი კომპანიებისთვის უსადენო (მობილურ) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარების ერთი წუთის ქვედა ზღვრული ტარიფი 0.16 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორის ქსელში ტარიფმა 0.09 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში შეადგინა.
კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღო. მათივე ინფორმაციით, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მობილური, ისე ფიქსირებული და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...ganmartavs.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი